We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

კოსმეტოლოგების რჩევები ნიღბით გაწმენდასთან დაკავშირებით

_from blog_:
_June_ 13, 2016
_by_ Anika
ჩემ მსგავსად, ნიღბებით თხიპნაობა ვისაც გიტაცებთ, ეს ბლოგ-პოსტი თქვენთვისაა. დღეს რამდენიმე ცნობილი კოსმეტოლოგის რეკომედაციას გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ნიღბის გასაკეთებლად, როგორ უნდა დავიდოთ ის ისე, რომ კანმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს პროცედურისგან. სალონში პროფესიონალ კოსმეტოლოგთან როდესაც იტარებთ პროცედურას, მაშინ მის დეტალებზე შეგიძლიათ არ იდარდოთ და საქმის მცოდნეს მიენდოთ - მე ასე ვარ ჩემს კოსმეტოლოგთან, აი, სახლში ჩატარებისას კი რაღაცეების ცოდნა გვესაჭიროება, რაზეც სწორედ დღეს მოგიყვებით.

- აუცილებლად გამოძებნეთ დრო, ნიღბის გაკეთებამდე სახის გასაწმენდად, წინააღმდეგ შემთხვევაში სჯობს, ნიღაბი საერთოდ არ გაიკეთოთ. თუ ჩვეულებრივი, ყოველდღიური სახის დასაბანი გელით დილით უკვე გაისუფთავეთ სახის კანი,  ნებისმიერ შემთხვევაში კონკრეტულად ნიღბის წასმამდე სახის კიდევ ერთხელ გასუფთავება აუცილებელია! სქრაბი იდეალური არჩევანი იქნებოდა. მკვდარი უჯრედები ხომ კანის ზედაპირზე იყრიან თავს და ფორებს ახშობენ, ამიტომაც საჭიროა მათი მოცილება.

- როდესაც არ ხართ დარწმუნებული, ნიღაბი რა სისქის ფენად უნდა გადაისვათ, ყოველთვის სჯობს ძირითად წესს მიყვეთ: კანზე ნიღაბის გადასმის შემდეგ ნიღბის მასა გარკვეულწილად გამჭვირვალე უნდა იყოს. განსაკუთრებით როცა საქმე მკვებავ და დამატენიანებელ ნიღბებს ეხება, რომელთაც კრემისებური ტექსტურა აქვთ. ნიღბის სქელ ფენად გადასმით, რეალურად კანს მეტ სარგებელს ნამდვილად ვერ შესძენთ, ვინაიდან კანი ნიღბიდან აიღებს ზუსტად იმდენს, რამდენიც მას ესაჭიროება.

Face cream

- რეალურად, ყველა ნიღაბი 10-20 წუთის განმავლობაში მოქმედებს, ამიტომაც ეს არის ის საკრალური დრო, რომლის განმავლობაშიც ყველა და ყველაფერი დროებით უნდა დავივიწყოთ. ამ წუთებში კანი ისვენებს და პროცედურისგან სიამოვნებას და სარგებელს იღებს. ამიტომაც, თქვენც მაქსიმალურად უნდა მოდუნდეთ, გათავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან და ზედმეტი მიმიკებისგან.

- თუ თქვენ დრო ცოტა გაქვთ და სახეზე რამდენიმე განსხვავებული პრობლემაა მოსაგვარებელი, ასეთ შემთხვევაში multi-tasking-ის კორეულ მეთოდს შეგიძლიათ მიმართოთ, რომლის დროსაც სახის სახის სხვადასხვა მონაკვეთებზე განსხვავებული ნიღბების გამოყენება ხდება: გამომშრალ მონაკვეთებზე დამატენიანებელი ნიღაბი წაისვათ, აშკარად გამოკვეთილ ნაოჭებზე - მკვებავი, T-ზონაზე - თიხის, მგრძნობიარე მონაკვეთებზე კი დამამშვიდებელი ნიღაბი.

- ნიღბის გაჩერებისას სჯობს, შეფუთვაზე მითითებული დრო დავიცვათ და არ გადავაჭარბოთ. ზოგადად, ნიღბის მეტ ხანს გაჩერებით კანს მეტი სარგებელი ნამდვილად არ მიადგება, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, ამით შესაძლოა კანის გაღიზიანება ან ზედმეტად გადაშრობაც გამოვიწვიოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





_OTHER BLOGPOSTS_