ბლოგი:
აპრილი 14, 2016
ავტორი Anika
კანის მოვლისადმი შერეული მიდგომა მაქვს: მიყვარს სახლის პირობებში სხვადასხვა ნიღბების მომზადება და კანის ასეთი გზით გასუფთავება თუ დატენიანება, თუმცა პროფესიონალ კოსმეტოლოგთან ვიზიტიც საკმაოდ ღირებული ინვესტიციაა ჩემთვის, ვინაიდან არის პროცედურები და შედეგები, რომელთაც მხოლოდ სახლის პირობებში ვერ მიიღებ.
დღევანდელ პოსტში იმ პროფესიონალურ პროცედურებზე მინდა გესაუბროთ, რომელთა ჩატარებაც დერმატოლოგ-კოსმეტოლოგების რჩევით, გაზაფხულის სეზონზე არის რეკომენდებული. რეკომედნაციებს კანის ტიპის მიხედვით გავანაწილებთ.
ცხიმიანი კანი - ასეთი კანის შემთხვევაში კოსმეტოლოგები კანის რქოვანი გარსის აქერცვლის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაზაფხულზე, მზის სხივების მატების გამო, ქიმიური პილინგების მექანიკური პილინგებით ჩანაცვლება სჯობს - ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც ქუჩაში დროის გარკვეულ ნაწილს ატარებს და მთელი დღე მხოლოდ ოფისში ჯდომა არ უწევს. მიკროდერმაბრაზია და CO2-პროცედურები ერთ-ერთი საუკეთესოა ამ პერიოდისთვის: მიკროდერმაბრაზიის დროს ხდება კანის მკვდარი უჯრედების მოცილება, ზედაპირი ერთგვაროვანი ხდება, ვიწროვდება გაფართოებული ფორები და სახის კანის ფერი უმჯობესდება. ამ პროცედურის შედეგად კანი ისევ ელასტიური, ხოლო მსუბუქი ნაოჭები კი შეუმჩნეველი ხდება. CO2- პროცედურის დროს კანის ზედა შრეები თითქმის არ ზიანდება, იმპულსები კი კანის ღრმა ფენებში აღწევენ.
მშრალი კანი - ასეთ შემთხვევაში კოსმეტოლოგები ბიორევიტალიზაციის და მეზოთერაპიის კურსის ჩატარებას უწევენ რეკომენდაციას. ბიორევიტალიზაცია კანის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდია. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შედეგი მომენტალურად ხდება შესამჩნევი. ბიორევიტალიზაცია, რომელიც ინექციების სახით კეთდება, კანის მაქსიმალური გაახალგაზრდავების შესაძლებლობას იძლევა. მეზოთერაპიის დროს კანის ვიტამინებით გამდიდრება ხდება და ის სახის გარდა, ყელის და დეკოლტეს ზონაზეც კეთდება.
მგრძნობიარე კანისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროცედურა პლაზმოთერაპიაა, რომლის დროსაც ორგანიზმის გაახალგაზრდავება თავად ორგანიზმის რესურსების გამოყენებით ხდება. ამ პროცედურის ძირითადი ჩვენება კანის რეგენერაცია, აღდგენა და გაახალგაზრდავებაა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა