ბლოგი:
ოქტომბერი 05, 2014
ავტორი Anika
კვებაზე, ჯანსაღ კვებაზე, დიეტებზე ანიკას ბლოგში ბევრი გვისაუბრია, მაგრამ ისეთი კვების რეჟიმის და რაციონის შესახებ, რომელიც კონკრეტულად თქვენი სხეულის ტიპისთვის იქნებოდა იდეალური, არასდროს. ამიტომაც, დღეს სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით ყველაფერს, რაც კი მოვიძიე და საინტერესოდ ჩავთვალე.
როგორც გამოვარკვიე, სხეულის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: როცა სხეულის ზედა ნაწილი უფრო მოცულობითია და პირიქით, როდესაც სხეულის ქვედა ნაწილი უფრო მოცულობითია. წლებთან ერთად, ორგანიზმში ცხიმის გადანაწილება იცვლება და შესაბამისად, კვებაც ადაპტირებას საჭიროებს. პირველი ტიპი გულისხმობს ისეთ სხეულს, როდესაც ცხიმი ძირითადად მუცლის და სხეულის ზედანაწილშია გადანაწილიბული - ასეთ ტიპს ანდროიდს უწოდებენ. მეორე ტიპს კი ისეთი სხეული მიეკუთვნება, სადაც ცხიმი საპირისპიროდ, სხეულის ქვედა ნაწილში, დუნდულებისკენ და ფეხებისკენაა გადანაწილებული - ამ ტიპს გინოიდს უწოდებენ.
რა სახის კვებაა რეკომენდირებული ანდროიდის ტიპისთვის - ძირითადი წესები შემდეგია: დღის განმავლობაში საკვებთან ერთად მინიმუმ ერთი დოზა C ვიტამინის მიღება; ცივი ტემპერატურისადმი რეზისტენტული ნახშირწყლების მირთმევა ყოველ კვებაზე; საკვების მომზადებისას ქოქოსის ზეთის გამოყენება. ახლა ეს სამივე კომპონენტი განვავრცოთ.
C ვიტამინი - ეს ვიტამინი კორტისოლის შემცირებაში გვეხმარება, რომელიც ცხიმს სხეულში ქვემოდან ზედა მიმართულებით მიმართავს. ფორთოხალი მართალია მდიდარია ამ ვიტამინით, მაგრამ C ვიტამინს გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს პაპაიას ხილი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, მარწყვი და ფოთლოვანი კომბოსტო (kale).
ცივი ტემპერატურისადმი რეზისტენტული ნახშირწყლები - როდესაც საკვები გრილდება, შესაძლოა რეზისტენტული ნახშირწყლების ფორმირება მოხდეს, რომლებიც ცხიმის წვაში გვეხმარებიან. სიცივისადმი რეზისტენტული ნახშირწყლები წვრილ ნაწლავში მონელებას არ ექვემდებარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შეწოვა არ ხდება და ისინი ორგანიზმის ცხიმის წვის შესაძლებლობას 20%-ით ზრდიან. ამიტომაც, რეკომენდირებული ყოველ საკვების მიღებაზე მცირე ულუფით ასეთი საკვების მიღება: კარტოფილი, თეთრი ლობიო, ქერი, გრძელმარცვლოვანი ბრინჯი და პრასი.
ქოქოსის ზეთი - საკვების ქოქოსის ზეთით მომზადება თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება და წონაში კლებაშიც დაგეხმარებათ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც დღის განმავლობაში 2 სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს მიირთმევდნენ, გაძლიერებული მეტაბოლიზმის ხარჯზე ადვილად იკლებდნენ წონაში.
რა სახის კვებაა რეკომენდირებული გიონიდის ტიპისთვის - ძირითადი წესები შემდეგია: ყოველ კვებაზე უხსნადი უჯრედისის ერთი ულუფის მირთმევა; ყოველ კვებაზე კალციუმის ერთი ულუფის მიღება; და დღის განმავლობაში ერთი ულუფა ნაკლებცხიმიანი საქონლის ხორცის მიღება.
უხსნადი უჯრედისი - ესტროგენის ჰორმონის მომატებული ოდენობა განაპირობებს ცხიმის დუნდულების და თეძოების ზონებში გადანაწილებას, უხსნადი უჯრედისის მიღებით კი თქვენ ორგანიზმში ესტროგენის დონეს ამცირებთ. ასეთი უჯრედისის საუკეთესო წყაროა გოგრა, ავოკადო, ბადრიჯანი, მუქი ლურჯი შეფერილობის ლობიო და 100%-იანი ცეხვილი პური.
კალციუმი - არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ კალციუმი გვეხმარება ცხიმოვანი უჯრედების შენახვის, დაგროვების და დაშლის პროცესის დარეგულირებაში. დაბალცხიმიანი (2%) რძის პროდუქტები - რძე, მაწონი, ხაჭო ზედმეტი კილოგრამების დაკლებას უწყობს ხელს, ამიტომაც აუცილებლად მიიღეთ ეს პროდუქტები და არა უცხიმო, არამედ დაბალცხიმიანი.
დაბალცხიმიანი საქონლის ხორცი - გინოიდის ტიპის ქალები გაცილებით სენსიტიურები არიან მაღალი ცხიმიანობის მქონე საკვებისადმი. დაბალცხიმიაბი საქონლის ხორცი მცირე ოდენობით ცხიმს შეიცავს და მდიდარია ცილებით, რაც კუნთოვანი მასის ფორმირებაში და თეძოებზე და წვივებზე არსებული ჯიუტი ცხიმის დაწვაში გვეხმარება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა