წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კვება/დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით

ბლოგი:
აგვისტო 05, 2015
ავტორი Anika
ასეთი კვების რეჟიმის თუ დიეტის შესახებ ბევრ თქვენგანს სმენია, ალბათ. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც ჩემი სისხლის ჯგუფის კატეგორიისთვის სასურველ თუ არასასურველ სიაშია შესული, ნამდვილად ადექვატურად აითვისება ორგანიზმის მიერ: რეალურად, როგორც მე-2 დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანს მიჭირს წითელი ხორცის, რძის პროდუქტების, ბადრიჯანისა და პომიდვრის მონელება - წლების გამოცდილება ადასტურებს. ასე, რომ პირადად საკმაოდ რაციონალური მიდგომა მაქვს კვების ამ რეჟიმისადმი, რომელიც ათწლეულების წინ ნატუროპათმა პიტერ ადამომ შექმნა. მისი მტკიცებით, ჩვენ მიერ მიღებული საკვები ქიმიურ რეაქციაში შედის ჩვენი სისხლის ტიპთან, შესაბამისად თუ ჩვენი სისხლის ჯგუფის მიხედვით ვიკვებებით, ასეთ დროს ორგანიზმი მიღებულ საკვებს მარტივად გადაამუშავებს, წონაში კლებაც ადვილი იქნება, გაცილებით ენერგიულები ვიქნებით და არაერთი დაავადების პრევენციასაც შევძლებთ.

მოკლედ, რისი მირთმევა არის რეკომენდირებული და რომელი საკვებისგან უნდა შევიკავოთ თავი:

პირველი ჯგუფი (ამ კატეგორიას დედამიწის მოსახლეობის 33.5% მიეკუთვნება)- რაციონში უნდა იყოს: წითელი ხორცი; ბროკოლი; ფოთლოვანი ბოსტნეული; თევზის ცხიმიანი სახეობები; მცენარეული ზეთებიდან სასურველია ზეითუნის ზეთი; თხილი, ზღვის კომბოსტო და შავი ქლიავი ორგანიზმს მიკროელემენტებს აწვდიან და საჭმლის მონელებაში ეხმარებიან ცილებით მდიდარი რაციონის გათვალისწინებით.

პროდუქტები, რომლებიც პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ ადამიანებს წონაში ადვილად ამატებინებენ და მეტაბოლიზმს ანელებენ: გლუტენის შემცველობის პროდუქტები (ხორბალი, შვრია); რძის პროდუქტები, განაკუთრებით ცხიმიანი; სიმინდი, ოსპი, ნებისმიერი სახის კომბოსტო, მათ შორის ბრიუსელის და ყვავილოვანი. ამ ჯგუფისთვის რეკომენდირებულია ისეთი საკვებისგან თავის შეკავება, რომელიც ორგანიზმში დუღილს იწვევს (ვაშლი, კომბოსტო). სასმელებიდან მათთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ასკილის ნახარში და პიტნის ჩაი.

მეორე ჯგუფი  (ამ კატეგორიას დედამიწის მოსახლეობის 37.8% მიეკუთვნება)- რაციონში უნდა იყო: ბოსტნეული; მცენარეული ზეთები; ბურღულეული (ზომიერად გლუტენის შემცველი); ხილი - ანანასი, გარგარი, გრეიფრუი, ლეღვი, ლიმონი, ქლიავი განსაკუთრებით კარგია; თევზი და ზღვის პროდუქტები.

წონაში მატების და სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვის ამ ჯგუფის წევრებმა თავი უნდა აარიდონ შემდეგი პროდუქტების მიღებას: წითელი ხორცი, რომელიც აჩერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ცუდად აითვისება ორგანიზმის მიერ; ხორბლისგან დამზადებული კერძები; ლობიო; ბადრიჯანი, კარტოფილი, სოკო, პომიდორი და ზეთისხილი; ხილიდან არ არის რეკომენდირებული ფორთოხალი, ბანანი, მანგო, ქოქოსი, მანდარინი, ნესვი და პაპაია. რაც შეეხება სასმელს, აქ უმჯობესია შავი ჩაის, ფორთოხლის წვენის და გაზირებული სასმელისგან თავის შეკავება.

მესამე ჯგუფი (ამ კატეგორიას დედამიწის მოსახლეობის 20% მიეკუთვნება)  - ყველაზე მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების რაციონი სწორედ მათთვისაა რეკომენდირებული: ხორცი და თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ბურღულეული (წიწიბურას და ხორბლის გამოკლებით); ბოსტნეული (პომიდორის, სიმინდის გამოკლებით) და ხილის დიდი არჩევანი. მათთვის სასურველია თავის შეკავება შემდეგი პროდუქტებისგან: ღორის და ქათმის ხორცი; ზღვის პროდუქტები; ზეთისხილი; სიმინდი და ოსპი; თხილეული; ალკოჰოლი.

მეოთხე ჯგუფი - ამ კატეგორიისთვის რეკომენდირებულია სოიოს პროდუქტები, განსაკუთრებით ტოფუ; თევზი და ხიზილალა; რძის პროდუქტები; მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული; ბრინჯი; კენკრა; წითელი, მშრალი ღვინო. რაცინიდან სასურველია შემდეგი საკვების ამოღება: წითელი წორცი; ნებისმიერი ტიპის ლობიო; წიწიბურა; სიმინდი და ხორბალი; ფორთოხალი, ბანანი, ბროწეული, ქოქოსი, მანგო, ხურმა; სოკო და თხილეული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები