ბლოგი:
ნოემბერი 26, 2015
ავტორი Anika
ყოველდღიური რაციონი და ზოგადად, გასტრონომიული არჩევანი ჩვენს ჯანმრთელობასთან ერთად სილამაზეზეც აისახება მნიშვნელოვნად და თუ ჩვენ გვეცოდინება, კონკრეტული საკვები რას შეიძლება იწვევდეს ჩვენს კანთან მიმართებაში, ასე უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაზღვეული ვიქნებოდით. დღევანდელ პოსტში გასტროენტეროლოგების რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ, ცხიმიანი, პრობლემური კანისთვის:
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
- ცხიმიანი კანის შემთხვევაში, არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც არ არის რეკომენდირებული: პილპილი, მდოგვი, ძმარი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვეული, შებოლილი საკვები, კარაქი. მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები ცხიმოვან ჯირკვლებს აღიზინებს, საკონდიტრო ნაწარმი, შკოლადი, ტკბილეული და ყავა კი სახეზე ცხიმიანი მბზინვარების გაჩენას უწყობს ხელს.
- ზემოთჩამოთვლილი პროდუქტების ნაცვლად, რეკომენდირებულია ბოსტნეულის, ხილის, წიწიბურას, შავი პურის, მოხარშული თევზის, რძის პროდუქტების ჩართვა რაციონში. ამას გარდა, სასურველია ფოთლოვანი ბოსტნეულის, კომბოსტოს, სალათის ფოთლების მირთმევა: ისინი არეგულირებენ კანის ცხიმის გამოყოფას. ხილიდან უპირატესობა ვაშლს, მსხალს, ქლიავს მიანიჭეთ და თავი შეიკავეთ ბანანის და ყურძნისგან.
- კვების გარდა, ცხიმიანი/პრობლემური კანის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პერიოდულად გასტროენტეროლოგთან და დერმატოლოგთან კონსულტაცია.
- ცხიმიან კანს ვიტამინები ესაჭიროება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ტონუსისთვის C ვიტამინია საჭირო, რაც ბევრ ხილსა და ბოსტნეულში მოიპოვება (ფორთოხალი, ვაშლი, კომბოსტო, შავი მოცხარი, ასკილი, ბულგარული წიწაკა).
- B ჯგუფის ვიტამინები (B2 და B6) ტოქსინებს ანეიტრალებენ, კანის ზედაპირის სისუფთავის შენარჩუნებაში გვეხმარებიან. ამისთვის უნდა მივიღოთ კვერცხი, საქონლის ხორცი, პარკოსანი კულტურები, სტაფილო, პომიდორი, ჩირი.
- კანის კვებას და მასში ცხიმების და წყლის შემადგენლობას E ვიტამინი არეგულირებს - მას ხორბლიდან, რძიდან, ღვიძლიდან, თხილიდან, ავოკადოდან მივიღებთ.
- და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ იდეალური, ყველაზე მორგებული კვების რაციონი არ არსებობს: კონკრეტულ ადამიანზე მაქსიმალურად მორგებული რაციონი მხოლოდ ექიმთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ არის შესაძლებელი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა