ბლოგი:
დეკემბერი 06, 2015
ავტორი Anika
გასული კვირის ბლოგ-პოსტში ცხიმიანი/პრობლემური კანისთვის იდეალური კვების შესახებ ვისაუბრეთ, დღეს კი ექიმ-დერმატოლოგების რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ, რაც მშრალი და გაუწყლოვანებული კანის მოვლაში დაგეხმარებათ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
- კვების რაციონი უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. აუცილებელია სრულფასოვანი, ცილოვანი საუზმე (ცილების დღის ნორმის 35% სწორედ საუზმის დროს უნდა მივიღოთ), სადილი და ვახშამი და ასევე ერთი-ორი წახემსება. კარგად შერჩეული კვების და თავის მოვლის საშუალებების კომბინაციით ადვილად შეძლებთ გამომშრალი კანის ფორმაში მოყვანას.
- რომელიმე პროდუქტის კატეგორიული აკრძალვა არ არსებობს, თუმცა რეკომენდირებულია ყავის და თეთრი შაქრის შემცველი პროდუქტების მინიმუმამდე დაყვანა. საქმე იმაშია, რომ შაქარი სისხლში მოხვედრის შემდეგ ცილის მოლეკულებს ემაგრება და კოლაგენის და ელასტენის სინთეზს უშლის ხელს. ამიტომაც, როცა ტკბილეულს ხშირად და დიდი რაოდენობით მოვიხმართ, კანი ნაკლებ ელასტიური ხდება და ნაოჭებიც ადვილად ჩნდება. ვინაიდან მშრალი კანის ეპიდერმისი კომბინირებულ/ცხიმიან და ნორმალურ კანთან შედარებით უფრო თხელია, ამდენაც მცირე ვიზუალური ცვლილებები (გამომშრალი კანი, ახლად გაჩენილი მცირე ნაოჭი) ასეთ კანზე გაცილებით ადვილად შესამჩნევია.
- ყავას გამოკვეთილი შარდმდენი თვისება აქვს, ამიტომაც მშრალი კანის შემთხვევაში, ყავის მიღება მინიმალური უნდა იყოს. ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად დღის განმავლობაში 2 - 2.5 ლიტრი წყლის დალევა.
- მშრალი კანის მთავარი დამხმარე ცილა, A, C და E ვიტამინები, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმ-მჟავებს და B ჯგუფის ვიტამინებია. ცილების წყაროდ ქათმის, ინდაურის ხორცი, ცხიმიანი თევზი იდეალურია, ხოლო A, C და E ვიტამინების წყაროდ ამ სეზონზე სტაფილო, გოგრა, ბროკოლი, ისპანახი, პომიდორი გამოდგება. სალათებში უმჯობესია ზეითუნის ზეთის გამოყენება, ვინაიდან ის E ვიტამინს და ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმ-მჟავებს შეიცავს. კარგი იქნება კვების რაციონს თხილს და სელის ზეთს ან სელის მარცვლებს თუ დაუმატებთ. B ჯგუფის ვიტამინებით ორგანიზმს ღვიძლი, კვერცხის გული, მწვანილი და რძის პროდუქტები უზრუნველყოფს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა