წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კვების სასარგებლო ჩვევები სხვადასხვა ქვეყნებიდან

ბლოგი:
მარტი 05, 2015
ავტორი Anika
ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული გასტრონომიული ჩვევები, რომლებიც ამა თუ იმ ერს ახასიათებს და რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის გასახალისებლად და სასარგებლო კვებითი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ - დღეს ანიკას ბლოგში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. მოდით, ჩემი საყვარელი იაპონიით დავიწყოთ.

იაპონელებისთვის საკვების კვებით ღირებულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ არის კონკრეტული კერძი წარმოდგენილი: დააკვირდით იაპონურ რესტორანში სტუმრობისას, როგორ იდეალურად მოწესრიგებულად და კოხტად არის დალაგებული სხვადასხვა ტიპის საკვები თეფშებზე. ამით საჭმლის მირთმევის პროცესი ესთეტურად სასიამოვნოც ხდება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების აზრით. კონკრეტული კერძის ულუფა დიდი ზომის არასდროს არის და განსხვავებული კერძები ერთად თავსდება შედარებით პატარა ზომის ჭურჭელში ისე, რომ ეს ჭურჭელი მაქსიმალურად შეავსოს და დიდი რაოდენობით საკვების ასოციაცია გაგიჩინოთ. და, ინგრედიენტებს რაც შეეხება, იაპონლების რაციონი მეტწილად შედგება ზღვის პროდუქტებისგან და ბოსტნეულისგან.

ჩინეთი - საჭმლის ჯოხების მეშვეობით მირთმევა ერთ-ერთი ხრიკია საიმისოდ, რომ ნელა მივირთვათ და ამით ორგანიზმს შესაძლებლობა მივცეთ, სათანადო სიჩქარით მიიღოს საკვები, განიცადოს დანაყრების შეგრძნება და მოინელოს საკვები. ბოლო პერიოდის კვლევების მიხედვით, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკი სწორედ იმ ადამიანებში უფრო მაღალია, რომლებიც სწრაფად მიირთმევენ.

315@415@a63347e5100fcef0f1bdaa9489fc8897-M2YwNWFhOTdkNw

საფრანგეთი - ფრანგებს ძალიან საინტერესო დამოკიდებულება აქვთ კვებისადმი: ამერიკელებისგან განსხვავებით (რომლებიც სულ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდებიან ჯანსაღ კვებაზე) ფრანგები საკვების მიღებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობენ და ამ საქმეს გასტრონომიული კმაყოფილების კუთხით უდგებიან. ამიტომაც, ისინი არჩევანს სასიამოვნო საკვების (რომელიც შესაძლოა ნაკლებ სასარგებლო იყოს) მცირე რაოდენობით მიღებაზე აკეთებენ: მხოლოდ სასარგებლო საკვები და დიდი რაოდენობით ფრანგების პრიორიტეტი ნამდვილად არაა.

ინდოეთი - ინდური სამზარეულო კერძების საოცარი სურნელებით და ნაირ-ნაირი სანელებლებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ფერად-ფერადი ქარის სანელებლები, კოჭა, პილპილი, კურკუმა არამხოლოდ არაჩვეულებრივ გემოს აძლევენ კონკრეტულ კერძს, არამედ ცუდ ქოლესტერინთან საბრძოლველადაც  იდეალურია. ნიორი და ხახვი კი კერძს პიკანტურობასაც მატებენ და ამასთან სისხლში ლიპიდების დონეს სწევენ დაბლა, რითიც გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკი მცირდება.

იტალია - სადილზე ერთი ჭიქა ღვინის მირთმევა შესაძლოა იტალიელებისთვის ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, როგორც ბევრისთვის დღის განმავლობაში ერთი ვაშლის მირთმევა, მაგრამ ეს ჩვევა ფრიად სასარგებლოა რომაა, სიცოცხლეს რომ ახანგრძლივებს და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს ამცირებს ამის შესახებ შესაძლოა ყველა იტალიელმა არ იცოდეს.

მექსიკა - მექსიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია ე.წ. almuerzo - მსუყე, ნოყიერი საკვები შუადღისას, სადილის სახით. კვლევების თანახმად, ორგანიზმი ინსულინისადმი ნაკლებ მკრძნობიარეა ღამით, ამიტომაც საღამოს საათებში მიღებული საკვები დიდი ალბათობით, ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომაც, თუ მექსიკელების მსგვასად ნოყიერ სადილს მიირთმევთ, ვახშამი მაქსიმალურად მსუბუქიც საკმარისი იქნება და შიმშილის გრძნობაც არ შეგაწუხებთ.

665@495@fc01c79e8917555d3f8f95855f47b579-MGM4ZThmNTY4Yg



საბერძნეთი - ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტა სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, მას შესახებ ბევრი გვსმენია და ბევრიც წაგვიკითხავს. მართალია, მათ კვების რაციონში არაერთი კალორიული პროდუქტი შედის - ზეითუნის ზეთი, ყველი, ხორცი - მაგრამ ეს პროდუქტები ძალიან სასარგებლო და აუცილებელიცაა ორგანიზმისთვის, მხოლოდ ზომიერი რაოდენობით. ტრადიციული ხმელთაშუაზღვისპირეთის კერძები მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით და პარკოსანი კულტურებით, ხოლო ხორცი, რძის პროდუქტები და ზეითუნის ზეთი რაციონში შედარებით ნაკლები პროპორციებით გამოიყენება. ამოსავალი წერტილი მათ რაციონში ზღვის პროდუქტებია, რომელთან დიიდ ოდენობით მოიხმარენ: ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით მდიდარი საკვები ორგანიზმისთვის რომ ძალიან სასარგებლოა, ეს უკვე ვიცით ანიკას ბლოგის მკითხველებმა.

დღეისთვის სულ ეს იყო. მომდევნო პოსტამდე.

ანიკა

მსგავსი ბლოგები