ბლოგი:
ნოემბერი 13, 2012
ავტორი Anika
დიეტებზე და სწორ კვებაზე საუბარი ხომ არასდროს გვბეზრდება?! რასაკვირველია, არა. ისე, თუ დაუკვირდები, ჯანსაღი კვება ისეთი თემაა, რომ მისი განხილვა და მის პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა ალბათ, არასდროს ამოიწურება.
დღევანდელ პოსტში ანიკას ბლოგის მკითხველებს მინდა ის 5 ყველაზე ხშირი შეცდომა გავაცნო, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა სპეციალური ანკეტის შევსების შედეგად დაასახელეს.
1. ვიღებთ ბევრ ცხიმს - დღევანდელ რეალობაში ჭარბი წონისა და ცხიმის ჭარბი რაოდენობის მიზეზი ცხიმოვანი საკვების უკონტროლო მიღება ყოფილა. მცენარეული ცხიმი უვნებელი პროდუქტი გვგონია, მაშინ როცა 1გ მცენარეული ცხიმის დაწვისას 9 კკალ გამოიყოფა. ასე, რომ შეეცადეთ გააკონტროლოთ რა რაოდენობით ზეთს ასხამთ ამა თუ იმ სალათს და რა რაოდენობით იყენებთ მას სხვადახვა პროდუქტის შეწვის დროს.
2. პროდუქტის არასწორი არჩევანი - ცხიმიანი იოგურტი და ხაჭო რომ გაცილებით უფრო გემრიელია, ვიდრე ცხიმგამოცლილი, ამაზე მგონი, არავინ დავობს. თუმცა, გარდა კალორიულობისა, ნაკლებცხიმიანი პროდუქტის მიღება, უფრო ჯანმრთელი და ნაკლებ საზიანოა.
3. ხშირად პროდუქტს არასწორად ვამზადებთ - საკვების მომზადების ჯანმრთელი მეთოდებია: მოთუშვა, მოხარშვა, გამოცხობა, ორთქლზე ან გრილზე მომზადება. ყველაზე არასწორი და მავნებელი კი ცხიმში ან კიდევ უფრო უარესი, ფრიტურში შემწვარი საკვებია (მაგალითად, კარტოფილი ფრი).
4. დიდი რაოდენობით სპირტიან სასმელს ვიღებთ - ლუდი რომ ძალიან კალორიულია, მგონი, ბევრმა თქვენგანმა იცის. თუმცა ლუდი ამ კატეგორიაში მარტო ნამდვილად არ არის: ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლური სასმელია კალორიული. თურმე, სპირტიანი სასმელის მიღებისას სისხლში შაქრის შემცველობა ოდნავ მცირდება, მადა და უფრო მეტის ჭამის სურვილი კი მკვეთრად იზრდება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ისევ და ისევ ბევრ ზედმეტ კალორიასთან მიგვიყვანს. ამიტომაც, ყველაზე უსაფრთხოდ ექიმები, 30-70 გრამამდე სპირტიანი სასმელის დოზას მიიჩნევენ.
5. საკონდიტრო ნაწარმი - გვიყვარს, ყველას უკლებლივ ძალიან გვიყვარს! სტრესის და გადაღლილობისას კი საუკეთესო “მეგობარია”. მაგრამ ხშირად, როცა ნამცხვარი თუ კექსი უბრალოდ ფინჯანი ყავის ან ჩაის პარტნიორია, არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რეალურად ტორტი სტანდარტული ნაჭერი კალორიულობით დაახლოებით 7 ნაჭერ (!) პურს უტოლდება, ერთი მუჭა მზესუმზირა კი - 5-6 ნაჭერს.
ასე რომ, ყოველდღიური კვებითი რუტინის თუ გასტრონომიული თავგადასავლების დროსკარი იქნება თუ ექიმების ამ რჩევებს გავითვალისწინებთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა