ბლოგი:
ივლისი 05, 2014
ავტორი Anika
წლის შემოდგომის მაღალი მოდის ჩვენებებს თვალს თუ ადევნებთ? ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში ელვისებური სისწრაფით გავრცელებულ შარლიზ ტერონის ფოტოს მაინც ნახავდით, რომელიც კრისტიან დიორის მაღალის მოდის ჩვენებაზეა გადაღებული. აქ ტერონი მომნუსხველი და საოცრად მომხიბლავია, თითქოს რამე ახალი ვთქვი და თითქოს ჩვეულებრივ რეჟიმში არ იყოს ლამაზი და შარმიანი. მაგრამ ამ შემთხვევაში, მის კონკრეტულ ვიზუალს მინდა გავუსვა ხაზი - Christian Dior-ის მინი, ოქროსფერი კილიტებით გაწყობილ კაბაში გამოწყობილმა მსახიობმა არჩევანი სადა, შეუმჩნეველ მაკიაჟზე გააკეთა: კარგად გამოიყენა ჰაილაითერი, რისი წყალობითაც სახეს ზომიერი მბზინვარება ჰქონდა; თვალებს თხელი, შავი ლაინერით და წამწამების დამაგრძელებელი ტუშით მეტი მიმზედველობა შემატა; ისედაც ქალური ტერონი "nude" ფერის პომადის წყალობით კიდევ უფრო მეტად ქალური ჩანდა.
ვინაიდან შარლინის ქალურობა ვახსენეთ, ამავე თემაზე გავაგრძელებ და ტომ ფორდის ახალ, ულტრაფემინინურ არომატს წარმოგიდგენთ. ამერიკელი დიზაინერის უკვე ცნობილი სუნამოს Black Orchid-ის ერთგვარ გაგრძელებადაც შეიძლება მოვიაზროთ ახალი Velvet Orchid, რომელსაც პარფიუმერული სიახლეების ფანები სულმოუთქმელად ელოდნენ. როგორც ამბობენ, ეს არომატი კიდევ უფრო მეტად რთულ კომპიზიციას წარმოადგენს, რომლის გულშიც ისევ და ისევ ორქიდეა დომინირებს. Velvet Orchid-ში გაერთიანებული ვარდის, პაჩულის, ჟასმინის, ვანილის და მანდარინის ნოტებით მიხვდებით ალბათ, რომ საქმე საკმაოდ მძაფრ სურნელთან გვაქვს.
მძაფრის რა მოგახსენოთ, მაგრამ საკმაოდ "ქვიშიანი" გამოდგა ცნობილი ამერიკული ბრენდის ბობი ბრაუნის ახალი საზაფხულო კოლექცია Surf & Sand Bobbi Brown, რომელიც ბუნებრივი ტონალობების, მბზინავი ნაწილაკების და სასიამოვნო ტექსტურის წყალობით ზაფხულის ცხელი დღეებისთვის იდეალური საშუალებებია: პომადები 4 ახალ ფერში, კომპაქტური და კრემისებური თვალის ჩრდილები, თვალის ფანქრები და "რუჟი", რომლებიც გარუჯულ კანს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის და თან მაკიაჟიც ძალიან ზომიერი და მსუბუქი იქნება. თქვენი არ ვიცი და მე სიამოვნებით გავიხალისებდი ზაფხულის გამნწყობას ახალი ბეჟ-ვერდისფერში გარდამავალი "რუჟით" და ულამაზესი თვალის ჩრდილების პალიტრით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა