ბლოგი:
მარტი 13, 2014
ავტორი Anika
არ ვიცი, რამდენად ხშირად მოიხმართ დღევანდელ რეალობაში ამ უნიკალურ არომატულ საშუალებას, მაგრამ უძველეს დროში მას საკმაოდ ფართო გამოყენება ჰქონდა. ლავანდის ეთერზეთი მთელი რიგი სასარგებლო თვისებებით არის ცნობილი, თუმცა ყველაზე საინტერესო მასში მაინც ერთი რამ მგონია: ის რომ, ამ ეთერზეთს ადამიანზე ერთდროულად სამ დონეზე შეუძლია ზემოქმედება: ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ დონეებზე. სწორედ ამ ყველაფრის გამო იყენებენ ალბათ, მას დღეს არამხოლოდ სამედიცინო პრაქტიკაში, არამედ კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაშიც.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლავანდის ზეთი ლავანდის ყვავილის გარდა, მისი ღეროებისგან და ფესვებისგანაც მიიღება - 1 კილოგრამი მცენარისგან დაახლოებით 100 გრამი ზეთის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც მეტწილად რთული ეთერმჟავებისგან შედგება.
რისთვის გამოიყენება ლავანდის ეთერზეთი:
- ხელს უწყობს ჭრილობების დროულ შეხორცებას;
- არეგულირებს კუჭის მჟავიანობას;
- მნიშვნელოვნად ეხმარება ჰიპერტენზიის დროს;
- გააჩნია შარდმდენი მოქმედება;
- ხსნის ფიზიკურ და ემოციურ დაღლილობას;
- და მარტივად, კარგ განწყობაზე გვაყენებს.
ლავანდის ზეთი ინჰალაციები ერთგვარი “გადაუდებელი დახმარებასავითაა” ყელის ტკივილის, ანგინის, ძლიერი ხველის, ბრონქიტის და ხმის დაკარგვის დროს. ნახევარ ლირტ წყალზე 2-3 წვეთი ეთერზეთიც საკმარისია, უბრალოდ ჩააწვეთეთ ადუღებულ, ცხელ წყალში და შეისუნთქეთ არომატული ორთქლი.
ლავანდის ეთერზეთი იდეალური დამხმარეა დამწვრობების დროს: დაზიანებულ ადგილზე 2-3 წვეთი ზეთი საკმარისია იმისთვის, რომ შეშუპება აიცილოთ თავიდან და არსებული კი შეამსუბუქოთ და შეამციროთ. მზისგან მიღებული დამწვრობის დროს თუ თქვენ დროულად მოახერხებთ ზეთის წასმას, მაშინ დამწვრობის ბუშტები საერთოდ არ გაგიჩნდებათ.
ცხელი აბაზანები ვისაც გიყვართ, შეგიძლიათ აბაზანა შემდეგნაირად მიიღოთ: ქილაში ჩაყარეთ 1-2 კოვზი ზღვის ან ჩვეულებრივი, სუფრის მარილი, დააწვეთეთ 4-5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, დაახურეთ ქილას თავი და კარგად შეანჟღრიეთ - მარილმა ზეთი კარგად უნდა შეიწოვოს. შემდეგ ეს მარილი ჩაყარეთ წყლიან აბაზანაში და სულ ეს არის. ასეთ აბაზანა ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოაქვს და ძალიან ეფექტურია ასევე რევმატული ტკივილების დროსაც.
ლავანდის ეთერზეთი შველის ასევე უძილობას (1-2 წვეთი ზეთი ვაპკუროთ ბამბაზე და ბალიშთან ახლოს დავდოთ), თავის ტკივილს (ზეთით საფეთქლები უნდა დაიზილოთ და თავის ის ნაწილი, სადაც ტკივილს გრძნობთ).
კოსმეტიკურ საშუალებებშიც ხშირად შეიძლება შეხვდეთ ამ ეთერზეთს, ყველაზე ხშირად მას ასაკსაწინააღმდგო საცხებში, შხაპის გელებში და თმის ბალზამებში გამოიყენებენ.
და ბოლოს, როდის არ უნდა გამოვიყენოთ ლავანდის ეთერზეთი? ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ვინაიდან ის ადუნებს, რამაც შესაძლოა საშვილოსნოს მოდუნებაც გამოიწვიოს. ასევე არ არის რეკომენდირებული ლავანდის ზეთის რკინის და იოდის პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა