წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ლიმონი სილამაზის პროცედურებში

ბლოგი:
აპრილი 19, 2016
ავტორი Anika
ხომ იცით, როგორ მიყვარს სახლის პირობებში ჩასატარებელ თავის მოვლის პროცედურებზე საუბარი?! ჰოდა, დღეს ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად კი ლიმონის დახმარებით რამდენიმე სუპერეფექტიანი პროცედურისთვის მოვემზადებით.

ზოგადად, ლიმნის წვენი კოსმეტოლოგიაში წარმატებით გამოიყენება აკნეს, სიწითლეების და ცხიმიანი კანის შემთხვევაში. მარტივად ლიმონის წვენს თუ წყალში გააზავებთ, მიიღებთ სახის ტონიკს, რომელიც ფორების მომენტალურად შევიწროვებაში დაგეხმარებათ და კანის ცხიმის გამოყოფას დაარეგულირებს. ამ ციტრუსს ზოგადად ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს - იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, აღადგენს უჯრედებს და აჩქარებს კანის რეგენერაციას. მოკლედ, სრულიად ჯადოსნური ინგრედიენტია კანის გასაჯანსაღებლად და დაბერების პრევენციისთვის.

theeverygirl_hairmask4

ნაოჭების საწინააღმდეგოდ ანტიოქსიდანტებით მდიდარი ნიღაბი ლიმნის, მწვანე ჩაის და კურკუმას მეშვეობით შეგვიძლია დავამზადოთ. ვიღებთ 2 სუფრის კოვზ მწვანე ჩაის (უკვე მზა სითხეს), ვამატებთ ნახევარ ჩაის კოვზ ლიმნის წვენს და დავაყრით მწიკვ კურკუმას ფხვნილს. ამ ყველაფერს პატარა ზომის ჯამში ავურევთდა ბამბის ტამპონით გაწმენილ სახეზე გადავისვამთ. 3 წუთი გაშრობას დავაცდით, შემდეგ გამშრალ კანზე ხელახლა გადავისვამთ ბამბით მზა ნიღაბს და ისევ 3 წუთი გავაჩერებთ გაშრობამდე. ასე გავაგრძელებთ, ვიდრე ნიღაბს სრულად არ გამოვიყენებთ. ბოლო გადასმულ ფენას 10 წუთი გავიჩერებთ და გრილი წყლით ჩამოვიბანთ. p.s. თუ სახლში კურკუმა არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს ინგრედიენტი გამოტოვოთ და მხოლოდ ლიმონი და მწვანე ჩაი გამოიყენოთ.

თუ თქვენ ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვთ, ლიმნის წვენის და კვერცხის ცილის კომბინაცია იდეალური ვარიანტია თქვენთვის. კვერცხის ცილა რა ხანია ფორების შესავიწროვებლად გამოიყენება, ამას გარდა ცილა კანის pH-ს აბალანსებს და ლიმნის წვენს კანზე არსებული აკნეს გაღიზიანების შესაძლებლობას არ აძლევს. ვიღებთ ერთი კვერცხის ცილას, კარგად ავთქვეფთ ვიდრე არ გამაგრდება და დავამატებთ ახლადგამოწურულ ნახევარ ან ერთ ჩაის კოვზ ლიმნის წვენს. ნიღაბს გაწმენდილ კანზე წრიული მოძრაობებით შევიზელთ და 10-15 წუთით გავიჩერებთ. ამის შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ.

კანზე არსებული სიწითლეების და ლაქების პრობლემის მოსაგვარებლად ლიმნის, თაფლის და პომიდვრის ნიღაბია იდეალური. ამისთვის ნახევარი ჩაის კოვზი ლიმნის წვენი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონი და ერთი სუფრის კოვზი პომიდვრის რბილობი დაგვჭირება, რომელთაც კარგად ავურევთ პატარა ჯამში. ხელის თითების ნელ-ნელა შევიზელთ ნიღაბს კანზე და 10 წუთით გავიჩერებთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები