ბლოგი:
აპრილი 23, 2013
ავტორი Anika
ფრანგული კოსმეტიკური გიგანტის, L’oreal Paris-ის სამეცნიერო მიმართულების დირექტორი, პროფესიით ბიოქიმიკოსი ჟოელ სიოკო სახის კანის გაწმენდას, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, მარტივ პროცედურად ნამდვილად არ მიიჩნებს. მისთვის დღეში ორჯერ სახის დაბანა/გასუფავება უბრალოდ დაბინძურების მოცილების ნაცვლად საკრალური, ფუნდამენტალური პროცედურაა, რომლის გარეშეც სახის კანის ჯანსაღ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოუდგენელია.
სწორედ ჟოელ სიოკოს ხელმძღვანელობით L’oreal Paris ამ გაზაფხულზე სახის გასუფთავების ახალ ზახს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის იქნება მორგებული. მშრალი, შერეული, მგრძნობიარე, ფერმკრთალი სახის კანის მფლობელები ახალი პროდუქციის დახმარებით ყოველდღიურად შეძლებენ იდეალურად გაასუფთავონ კანი ინდუსტრიული ქალაქის დაბინძურებისაგან. კარგად გასუფთავებული კანი კი სათანადო მზადყოფნაშია სახის საცხები/შრატების/გელების მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
სახის მოვლის ახალი გამა სამი ხაზისგან შედგება: მშრალი და მგრძნობიარე კანის, შერეული/ცხიმიანი კანის და ფერმკრთალის სახის კანის გამწმენდი საშუალებები.
იმ პროდუქციაში, რომელიც მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი, D პანტენოლი შედის, რომელიც ვიტამინ B5-გან წარმოიქმნება. კოსმეტოლოგიაში D პანტენოლი თავისი დამარბილებელი და ხავერდოვნების მიმნიჭებელი თვისებებით არის ცნობილი.
მეორე ხაზში შემავალი გამწმენდი საშუალებები, რომლებიც ჩემს მსგავსად კომბინირებული/ცხიმიანი კანის მფლობელებისთვის არის გამიზნული, სალიცილის მჟავა შედის, ამ მჟავის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი ანთებების პრევენციაა, რომელიც უფროს ხშირია ცხიმიანი კანის შემთხვევაში.
მესამე ხაზი კი ლიპო-ჰიდროქსიმჟავებს შეიცავს, რომლებიც გაფერმკრთალებული, უსიცოცხლო კანისთვის არის იდეალური. ამ მჟავის დანიშნულება კანის ზედა ფენის, მკვდარი უჯრედების მსუბუქი აცლა და კანისთვის შინაგანი ბზინვარების დაბრუნებაა.
გარდა ამისა, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ასევე გამწმენდი რძე და ტონიკიც შეარჩიოთ.
და ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი რამ - სამივე ხაზში შემავალი პროდუქცია არ შეიცავს პარაბენებს!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა