ბლოგი:
აპრილი 11, 2013
ავტორი Anika
უკვე ათეულობით წლებია, რაც კომპანია ბიოთერმი პროდუქციას თერმული პლანქტონის საფუძველზე აწარმოებს. რა არის ეს თერმული პლანქტონი? ეს ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების უნიკალური ნაკრებია, რომელთა ერთობლიობაც კანის აღდგენისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის და მის ახალგაზრდულ კონდიციას ახანგრძლივებს. თავდაპირველად ეს ექსტრაქტი პირენეის მთის წყაროებიდან მოიპოვებოდა. დღეისთვის კი მას უკვე ლაბორატორიებში ქმნიან ფერმენტაციის გზით. და სწორედ ეს კომპონენტი შედის ბიოთერმის ყველა საცხის და შრატის შემადგენლობაში, რომელსაც კიდევ სხვადასხვა ტიპის აქტიური ნივთიერებებიც ემატება, კანის საჭიროებებიდან გამომდინარე. ბრენდის სპეციალისტები განმარტავენ, რომ თერმული წყალი თავისი მინერალური შემადგენლობით მაქსიმალურად მიახლოვებულია იმ სითხესთან, რომელიც ჩვენი კანის 70%-ს შეადგენს. ამიტომაც არის ის ჩვენი კანისთვის ასე სასარგებლო.
რამდენიმე წლის წინ ბიოთერმის მკვლევარებმა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ახალი მინერალური წყაროების და სხვა წყალსაცავების სიღრმეების გამოსაკვლევად მიმართეს. ყველაზე დიდი ინტერესი კელტის ზღვის მაკროწყალმცენარე ოქროსფერმა ლამინარიამ და აშშ-ს ორეგონის შტატში მდებარე აპერ-კლამატის ტბის ბინადარმა მიკროწყალმცენარე AFA-მ დაიმსახურა. მათგან მიღებული ექსტრაქტების ბიოთერმის თერმულ პლანქტონთან შეხამბით მიღებულმა ეფექტმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
Blue Therapy-ს შრატის გამჭვირვალე, ბზინავ გელს ზღვის არომატი აქვს და ის კანზე წამებში იწოვება. არანაირი წებოვანი ან რაიმე უსიამოვნო შეგრძნება არ გრჩებათ კანზე. ის ლურჯ ბოთლშია მოთავსებული და პრაქტიკული თავის წყალობით მისი საჭირო მინიმალური დოზით, ეკონომიურად მოხმარება პრობლემას არ წარმოადგენს. შრატის გამოყენება დილით და საღამოს, სახის დაბანის და ტონიკის გადასმის შემდეგ არის რეკომენდირებული. მიკროცირკულაციის გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ წასმის შემდეგ სახის კანზე მსუბუქი, ჩქმეტის მსგავსი მოძრაობები გააკეთოთ. დაპირების მიხედვით, ერთთვიანი მოხმარების შემდეგ კანის ფერი გაცილებით ერთგვაროვანი ხდება, პიგმენტური ლაქები ფერმკრთალდება და თვალის კუთხეებთან არსებული მცირე ნაოჭები ძნელად შესამჩნევი ხდება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა