წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ლურჯი ტონალობები, რომელთა გამოცდასაც გირჩევთ

ბლოგი:
ივნისი 07, 2013
ავტორი Anika
თუ საზაფხულო და შესაბამისად, წინასაზღვაო განწყობები თქვენში ჯერ კიდევ არ დაბუდებულა, მაშინ დაგეხმარებით და ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესს გაგიღვივებთ. თანაც, კოსმეტიკა ხომ ისეთი სფეროა, სადაც თავგადასავლების ძიება ქალებს არასდროს გვბეზრდება და სიახლეებს ყოველთვის განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ვსწავლობთ ხოლმე.

დღევანდელ პოსტში ლურჯი პალიტრის 3 განსხვავებული ტონალობის პროდუქტს გაგაცნობთ, რომლებიც მიმდინარე სეზონზე ძალიან აქტუალურია და რომელთა დატესტვასაც სრული თავდაჯერებულობით გირჩევდით.

Maybelline New York Perfect Pastels თვალის ჩრდილი Shocking Seas ფერში - თითით მსუბუქად და თხლად წაისვით ეს ჩრდილი ზედა ქუთუთოზე, შემდეგ ჩრდილების ფუნჯით კარგად გადაინაწილეთ იმისათვის, რომ ფერ ი თანაბრად დაჯდეს. წამწამებს შორის შავი ფერის ფანქარი შეგიძლიათ თხლად გადაისვათ (სქელი ხაზის შემთხვევაში, რეტრო გამოხედვას მოგანიჭებთ) და ბოლოს დაასრულეთ შავი წამწამების ტუშით.

essie-nail-polish-turqouise-and-caicos

Essie ფრჩხილის ლაქი Turquoise & Caicos ფერში მომგებიანი არჩევანია იმ თვალსაზრისით, რომ ის ფრჩხილის ნებისმიერ ფორმას და სახის კანის ყველა ტონალობას ესადაგება.

mac-eye-shadow-electric-eel

M.A.C. თვალის ჩრდილი ფერში Electric Eel ალბათ, უფრო გამოცდილი ხელებისთვისაა. იმას ვგულისხმობ, რომ თუკი ჩემს მსგავსად თვალის ჩრდილების უბადლო ოსტატი არ ხართ, ამ ძლიერად პიგმენტირებულ ჩრდილთან “გამკლავება” იოლი საქმე არ იქნება. მცდელობისას საშუალო ზომის თვალის ჩრდილის ფუნჯი გამოიყენეთ და თვალზე გადასმამდე, ფუნჯი ძალიან მსუბუქად დაფერთხეთ საიმისოდ, რომ ჩრდილი ზომიერად დაჯდეს.

dolce-and-gabbana-the-eyeliner-21

Dolce & Gabbana-ს თვალის ლაინერს N21 ყველაზე მარტივი გამოყენება შეგიძლიათ მოუძებნოთ: აიღოთ და მარტივად ზედა ქუთუთოზე, წამწამების გაყოლებაზე გადაისვათ და შემდეგ სქლად, შავი ტუშით დაასრულოთ. ან კიდევ, ვიზაჟისტების რჩევით, შეგვიძლია მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე გადავისვათ, შიგნიდან გარე მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ტუშიც მხოლოდ ზედა წამწამებზე წასმა.

revlon-brilliant-strength-nail-enamel-mesmerize

Mesmerize სახელწოდების ფრჩხილის ლაქი Revlon Brilliant Strength ლაქების კოლექციიდან საკმაოდ პროაქტიკული მიგნებაა: ეს ლაქი ძირითად ფენასთან ერთად, ზედა, დამცავ ფენასაც შეიცავს, იდეალური ბზინვარება აქვს და პიგმენტების წყალობით, ერთი ფენის გადასმაც სრულიად საკმარისია.

estee-lauder-pure-color-stay-on-shadow-paint-bold-cobalt

მესამე ტონალობა ჩემი ფავოროტია და მასში ჩემი საყვარელი ბრენდის Estée Lauder-ის Pure Color Stay-on ხაზიდან Bold Cobalt-ის ფერის თვალის ჩრდილს შემოგთავაზებთ. ეს ჩრდილი კრემოვანი ტექსტურისაა და დიდ ხანს ძლებს. ეს შეგვიძლია ჩრდილის სახით გამოვიყენოთ და მსუბუქ ფენად გადავისვათ ან კიდევ საღამოს წვეულების შემთხვევაში, შესაძლოა მისი კონცენტრირებულად გადასმაც. თხელი, კუთხოვანი თვალის ფუნჯით მისი თვალის ლაინერად გამოყენებაც არის შესაძლებელი: კატის თვალების ეფექტით, შეგვიძლია ზედა ქუთოთოზე კუთხეების ხაზგასმა ან კიდევ წვრილი ფუნჯით მისი წვრილ ხაზად გადასმა მთელ სიგრძეზე ზედა ან ქვედა ქუთუთოზე. ამ ფერს იდეალურად ესადაგება Yves Saint Laurent-ის ფრჩხილის ლაქი Bleu Majorelle-ის ფერში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები