We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მადის დამთრგუნველი ბუნებრივი პროდუქტები

_from blog_:
_June_ 12, 2017
_by_ Anika
წონაში დასაკლებად მადის დათრგუნვა ბევრისთვის ერთ-ერთ სტრატეგიული ნაბიჯია: დაქვეითებული მადა გულისხმობს ნაკლები საკვების მიღებას, შესაბამისად ნაკლებ კილოკალორიებს და ლოგიკურად, ზედმეტი კილოგრამების კლებას. ხშირად, მადის დასათრგუნად ათასგვარ ქიმიურ პრეპარატებს მიმართავენ, რომელთაც ლამაზად ფუთავენ და რეკლამასაც არ იშურებენ - მსგავსი პრეპარატების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება დღემდე არ გამნელებია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს არაერთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც ბუნებრივად გვეხმარება მადის გაკონტროლებასა და დათრგუნვაში.

ნუში - ერთი მუჭა ნუში ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით, მაგიუმით, E ვიტამინით მოამარაგებს და იმავდროულად ადვილად მოგვრის დანაყრების შეგრძნებასაც.

ყავა - დღის განმავლობაში ზომიერი ოდენობით მირთმეული ყავა მეტაბოლიზმს აჩქარებს და მადის დათრგუნვასაც უწყობს ხელს. მხოლოდ რაოდენობა აკონტროლეთ - ზედმეტი ოდენობა არასასიკეთოდ აისახება ნერვულ სისტემაზე.

ginger_0.jpgginger_0_0

კოჭა - საუკუნეებია, რაც კოჭას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მისი დადებითი მოქმედების გამო აქტიურად იყენებს - ის მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ანელებს შიმშილის შეგრძნებას.

ავოკადო - უჯრედისით და ჯანსაღი მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი ავოკადო იდეალურია მადის დასათრგუნად: მასში შემავალი ცხიმები ტვინს დანაყრების შესახებ სიგნალს უგზავნიან და ჩვენც შესაბამისად, დროულად ვწყვეტთ საკვების მიღებას.

კაიენის პილპილი - ჟურნალ Physiology & Behavior -ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ამ წითელი შეფერილობის პილპილის ნახევარი ჩაის კოვზის დოზა სრულიად საკმარისია მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად და ზედმეტი კილოკალორიების დასაწვავად.

ვაშლი - ეს ხილი მდიდარია ხსნადი უჯრედისით და პექტინით, რაც ადვილად დანაყრებაში გვეხმარება. ამას გარდა, ვაშლი სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს და ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს.

water_0.jpgwater_0_0

წყალი - ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურად 2 ლიტრამდე წყლის მიღებას რომ გულისხმობს, ეს უკვე კარგად ვიცით. საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე 2 ჭიქა წყლის დალევა კი მადის გაკონტროლებაშიც დაგვეხმარება - საშუალო მაჩვენებლით,

_OTHER BLOGPOSTS_