წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მადის დამთრგუნველი ბუნებრივი საშუალებები

ბლოგი:
ივნისი 03, 2016
ავტორი Anika
ვაღიარებ, რომ ჩიტების, დახურული სივრცეების და მადის დამთრგუნველი პრეპარატების ძალიან მეშინია. აფთიაქში თაროზე ჩამომწკრივებულ მსგავს "სუპერპროდუქტებს", რომლებიც საოცნებო წონის მიღწევას სულ რაღაც 2-3 კვირაში გვპირდებიან, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი და ეს დამოკიდებულება დღემდე არ შემცვლია. წლებთან ერთად, ისევე როგორც უამრავ სხვა ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ ადამიანს, მეც მიმძაფრდება მაქსიმალურად "ნატურალურად" კვების, თავის მოვლის თუ ზოგადად ცხოვრების მოთხოვნილება. ამიტომაც, ზედმეტი კილოგრამების თავიდან მოცილების მისიასაც შეძლებისდაგვარად "ჯანსაღად" ვუდგები, ვარჯიშის, ზომიერი კვების და მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევის ფორმულით. როცა, უმტიკვნეული 1-2 კგ. მაქვს ჩამოსაგდები, ასეთ დროს ძალიან მინიმალური ძალისხმევა მჭირდება, ძირითადად, მადის დამაქვეითიებელი საკვებით ვიარაღდები - ასე გაცილებით დიდი ხნით ვნაყრდები და საკვებსაც შესაბამისად ნაკლებს ვიღებ და რეალურად, 2-3 კვირაში მარტივად ვუბრუნდები ძველ წონას. ასეთი ბუნებრივი დამაქვეითებელი საკვების შესახებ დღეს თქვენც გაგიზიარებთ ინფორმაციას:

1. ნუში - ერთი მუჭა ნუში ანტიოქსიდანტების, E ვიტამინის და მაგნიუმის არაჩვეულებრივი წყაროა და საკმაოდ ნოყიერია.

ginger_0.jpgginger_0_0

2. კოჭა/ჯანჯაფილი - საუკუნეებია უკვე კოჭას მოიხმარენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მისი დადებითი მოქმედების გამო. მას ერთგვარი მასტიმულირებელი ფუნქცია აქვს, აიძულებს ორგანიზმს უკეთ გადაამუშავოს საჭმელი, შესაბამისად აქვეითებს მადას.

3. ავოკადო - უჯრედისით და მონოუჯერი ცხიმებითაა მდიდარი და შეუძლია მადის დაქვეითება, მხოლოდ ზომიერი რაოდენობით უნდა მივიღოთ.

cayenne_0

4. კაიენის პილპილი - ეს პილპილი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. კვლევების თანახმად, ექიმები ამტკიცებენ, რომ ერთ კვებაზე მიღებული კაიენის პილპილი შემდეგი კვებიდან დაახლოებით 70 კკალ-მდე ნაკლებს აგათვისებინებთ.

5. ვაშლი - ვაშლი მდიდარის ხსნადი უჯრედისით და პექტინით, რაც ადვილად დანაყრებაში გვეხმარება. ამას გარდა, ვაშლი სისხლსი გლუკოზის დონის დარეგულირებაში გვეხმარება და ენერგიას გვმატებს.

6. კვერცხი - კვლევების მიხედვით, საუზმეზე 1-2 კვერცხის მირთმევა მთელი დღის განმავლობაში გაცილებით განაყრებთ, ვიდრე ანალოგიური რაოდენობით კილოკალორიების მქონე ბეიგელი.

7. წყალი - საკვების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ორი ჭიქა წყლის დალევის შედეგად ამ კვებაზე საშუალოდ 75-90 კკალ-ით ნაკლებ საკვებს მიიღებთ - ასე ამბობენ კვლევები.

8. შავი შოკოლადი - 70%-იანი შავი შოკოლადი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მისი მომწარო გემო ტვინს სიგნალს უგზავნის და მადის დათრგუნვაში ეხმარება.

9. დარიჩინი - საუზმეზე შვრიის ფაფას შემდეგნაირად ვამზადებ: ორი სუფრის კოვზ მსხვილ შვრიას 10 წუთის განმავლობაში ვხარშავ, ვამატებ 1 ს.კ. შვრიის ქატოს, 1 ს.კ. დაფქულ სელის მარცვალს, ვაყრი ზემოდან დარიჩინს და ოდნავ რომ შეგრილდება 1 ჩ.კ. თაფლს. ძალიან ნოყიერი და სასარგებლო ფაფა გამოდის - სცადეთ და მომწერეთ. არ დაგავიწყდეთ, დარიჩინი, ისევე როგორ ნიორი და კოჭა, სისხლში შაქრის დონეს ადაბლებს.

მომდევნო პოსტამდე

ანიკა





მსგავსი ბლოგები