ბლოგი:
აპრილი 14, 2013
ავტორი Anika
მაიკლ კორსის სახელი ამერიკულ და საერთოდ მოდის ინდუსტრიაში პირველ რიგში, ე.წ. lifestyle ტიპის სამოსის პოპულარიზებასთან არის დაკავშირებული. კორსამდე კი ამას წარმატებით ახერხებდა და დღემდე განაგრძობს ლეგენდარული რალფ ლორენი, რომელმაც დღეისთვის გიგანტური lifestyle ინდუსტრიის შექმნა მოახერხა. არ ვიცი, ლორენის კვალდაკვალ თუ მოდის ბიზნესის მიმდინარე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობის სურვილით იყო განპირობებული მაიკლ კორსის ბოლო გადაწყვეტილება, საკუთარი კოსმეტიკური ხაზის წარმოება დაეწყო, რომელიც გაყიდვაში ამერიკაში ამ წლის აგვისტოს თვიდან იქნება. თავად დიზაინერს თუ დავუჯერებთ ამ ახალი ინსპირაციის შთაგონება მისთვის საკუთარი ოჯახი იყო: გლამურული სოფი ლორენის მიმბაძველი და კეკლუცი ბებია და მისი სრული ანტიპოდი, მაქსიმალურად ბუნებრივი და სპორტული ცხოვრების მოყვარული დედა. კორსის გაგებით სექსუალორობა რომელიმე ამ იმიჯის მორეგბას როდი ნიშნავს, არამედ ის უპირველეს ყოვლისა იმ თავდაჯერებულობის დამსახურებით მოდის, რომელიც ორივე ქალს საკმარისად გააჩნდა. სწორედ აქედან მოდის კოსმეტიკური ხაზის სამი ძირითადი განწყობაც: სპორტული, სექსუალური და გლამურული.
Sexy სახელწოდების ხაზში ვარდისფერი და წითელი წამყვანი ფერებია, Sporty-ში - ნატურალური კრემისფერები, ხოლო Glam-ში კი ქლიავისფერი და მუქი-იისფერები. კოლექციაში ასევე შევა სამი განსხვავებული ფერის პუდრა და ტანის მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი პროდუქტები, მათ შორის, მზისგან დამცავი საშუალებებიც.
სუნამო Sporty Citrus ფორთოხლის და მანდარინის ნოტებით იხსნება, Sexy Amber-ის არომატი ყვავილოვანია, ხოლო Glam Jasmine კი, როგორც სახელწოდებითაც მიხვდით, ჟასმინის რამდენიმე სახეობის ნაზავია და მას კენკრის და სანდალის ნოტებიც ემატება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა