წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მაისის თვის კოსმეტიკური სიახლეები

ბლოგი:
მაისი 11, 2015
ავტორი Anika
მაისის თვეში ბევრი საინტერესო კოსმეტიკური სიახლე გამოჩნდა, რაც ზაფხულის მოახლოებას კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის: ყველაზე გამორჩეულ ახალ პროდუქტებზე დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ.

037fdbfb133460532a46268bdabadd31

Clarins Aquatic Treasures - კლარინსის ახალი კოლექცია მზის, ზღვის და ლამაზად გარუჯული კანის სეზონისთვის არის შექმნილი. არ აქვს მნიშვნელობა, აპირებთ თუ არა ზღვაზე გამგზავრებას, კოლექციაში შესულ ახალ პროდუქტებს ქალაქშიც კარგად გამოიყენებთ: მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ბაზა, რომელიც კანს მბზინვარებას ანიჭებს (Eclat Minute-ის ახალი ფერი მომენტალურად ხაზს გაუსვამს თქვენს რუჯს); პუდრა-ბრონზანტი, რომელიც ბუნებრივი რუჯის ეფექტს ქმნის და იმავდროულად კანზეც ზრუნავს და მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. კოლექციაში 3 ახალი ფერის თვალის მბზინავი ჩრდილი, ულამაზესი მწვანე ფერის წყალგამძლე თვალის ფანქარი და იმავე ფერის წყალგამძლე ფერადი ტუშია წარმოდგენილი.

fb962e3c5ed8cb8d9e8f05bf7b1d766c

cbdabb4dacfdbae33dd976a1b205f781 e074eb16afa4e04722e24f8f009b3f24

გერლენის ახალი, საზაფხულო კოლექცია მარტივად შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ: ღია კანის მქონე ქერათმიანი და მუქი შეფერილობის კანის მქონე შავგვრემანი ქალბატონებისთვის. სწორედ ამის მიხედვით არის პროდუქციაც შემუშავებული, რომელიც ორივე კატეგორიას მათი ბუნებრივი სილამაზის კიდევ უფრო მეტად ხაზგასმას პირდება. ჩემთვის სახალისოა ის ფაქტი, რომ ტრადიციული ბრონზერები ამჯერად სილიკონის ცისფერ ან მარჯანისფერ შეფუთვაშია წარმოდგენილი, რომელიც შეგიძლიათ მოხსნათ და ამ ბრონზერის ამოწურვის შემდეგ, გერლენის ახალი ბრონზერის შესაფუთად გამოიყენოთ. ახალ კოლექციაში ჩემი ყურადღება მიიპყრო 662 Fluo Stiletto და 603 Yellow It-Stick დამატენიანებელმა საცხებმა და ლურჯი ოკეანის და თეთრი ქვიშის ტონალობის თვალის კრემისებურმა ჩრდილებმა.
17c78ad5752004a683cda43e5fb39c50


ბიოთერმის ახალი ზეთი Body Refirm-ის შემადგენლობას და მოქმედების აღწერას რომ გაეცნობით, თქვენც ჩემ მსგავსად გაიფიქრებთ, ალბათ, რომ ეს ზეთი სრულიად ჯადოსნური ელექსირი უნდა იყოს ცელულიტის მინიმუმამდე დაყვანის და სხეულის ფორმების დახვეწის თვალსაზრისით.  ასტაქსანტინი - ასე ეწოდება ანტიოქსიდანტს, რომელიც ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტისგან მიიღება და როგორც მწარმოებელი გვარწმუნებს, 500-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე E ვიტამინი. ზეთს ციტრუსის, ევკალიპტის და ლავანდის არომატი აქვს და მისი გამოყენება შეგვიძლია როგორც დამოუკიდებლად, ყოველდღიურად შეზელვით, ასევე მასაჟის დროსაც.


9267b4cb8e2d0af4e45110d8d09786a0

და ბოლოს, არ მინდა გამომრჩეს კიდევ ერთი ფრიად საინტერესო ახალი კოლექცია Givenchy Croisière , რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი შავ ფლაკონში მოთავსებული სახის სპრეი Brume Bonne Mine მგონია: სპრეის არ გააჩნია ავტორუჯის ეფექტი, შეიცავს პიგმენტებს და ამინომჟავებს, რომლებიც იდეალურად ნაწილდება სახეზე და მას ოქროსფერ, ჯანსაღ მბზინვარებას ანიჭებს. ამას გარდა, კოლექციაში შევიდა ასევე პუდრა Poudre Bonne Mine, რომელიც რუჯის ეფექტს იძლევა და მატონიზირებელი გელი Mister Radiant, რომლის წასმაც პუდრამდე არის რეკომენდირებული და რომელიც კანს მსუბუქი, ზომიერი რუჯისთვის ამზადებს.

იმედი მაქვს, ამ კოლექციებიდან თქვენთვის სასარგებლო ერთი პროდუქტის შერჩევას მაინც შეძლებთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები