We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მაკიაჟი კრისტიან დიორის 2015 წლის მაღალი მოდის ჩვენებიდან

_from blog_:
_January_ 24, 2015
_by_ Anika
იანვარს, პარიზში, როდენის მუზეუმში ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლის კრისტიან დიორის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის მაღალი მოდის ჩვენება გაიმართა. საგანგებოდ ამ ჩვენებისთვის პიტერ ფილიპსმა მინიმალისტური, ბუნებრივი, საოცრად ქალური და შთამბეჭდავი მაკიაჟი შექმნა, რომლის შესახებაც დღევანდელ პოსტში მოგიყვებით: დავაკვირდეთ და შევეცადოთ პოდიუმის მაკიაჟის გამეორებას.

dior_5_couleurs_couture_colours_effects_eyeshadow_palette_6g_646_-_30_montaigne_2

თვალები: მაკიაჟში ზოგადად სახის ნათელი ფერი, სიმკვეთრე და მისი ჰარმონიულობა არის ხაზგასმული. თვალების მაკიაჟისთვის ჩრდილების ახალი ნაკრები Eye Reviver არის გამოყენებული ხაზიდან Backstage PROs - ამ შემთხვევაში nude ფერის ჩრდილების დახმარებით, რომლებიც კარგად არის გადანაწილებული კანზე ტონალურ საცხთან იდეალურად შესარწყმელად, ზედა ქუთუთო გამოკვეთილია. ჩრდილების პალიტრა თვალის გარეთა კუთხეში აწეულია და გამოხედვას უფრო ფართოს ხდის. წამწამები მხოლოდ აპრეხილია (ტუშის გარეშე), ხოლო წარბები Crayon Sourcils Poudre­-ს მეშვეობით არის გამოკვეთილი.

img-thing

ტონალური: მაკიაჟში ახალი ტონალური საცხი Diorskin Nude Air არის გამოყენებული, რომელიც გაყიდვაში თებერვალში გამოდის. ძალიან მსუბუქი და გამჭვირვალე ტონალურია. მსუბუქი ვარდისფერი ლოყებზე Diorblush 421 Starlight და 553 Peach Splendor რუჟის მეშვეობითაა გაკეთებული.

s1015031-main-Lhero

ტუჩები - მოვლილი და მოცულობითი ტუჩების ნატურალური ეფექტისთვის, ფილიპსმა Dior Lip Maximizer გამოყენა.

img-thing

ხელები: დელიკატური მანიკური Dior Vernis ხაზიდან Muguet-ს ფერის ფრჩხილის ლაქითაა მიღწეული.

ვარცხნილობა კი 1960-იანი წლების განწყობაშია გადაწყვეტილი, უკან გადავარცნილი, წინა ნაწილში ზომიერი მოცულობით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







_OTHER BLOGPOSTS_