წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მაკიაჟი პატარა ზომის თვალებისთვის

ბლოგი:
თებერვალი 14, 2016
ავტორი Anika
ალადინის გულთამპყრობელი პრინცესა ჟასმინის მსგავსი (ხომ გახსოვთ, დისნეის ანიმაცია?!) დიდი, აწკუპული თვალებით ბევრი ვერ დაიკვეხნის, თუმცა, მათ, ვისაც პატარა ზომის თვალები აქვთ, სრულიად მარტივად შეუძლიათ მაკიაჟის მეშვეობით ამ საკითხის გადაჭრა და დიდი და უფრო მეტყველი თვალების და გამოხედვის მიღება. ამისთვის საჭირო იქნება ვიზაჟისტების რამდენიმე რჩევის გათვალისწინება და სულ ესაა.

მთავარი საიდუმლო, თვალის ჩრდილების ტონალობის არჩევა, უფრო სწორად, მათი ქუთუთოებზე სწორად გადანაწილებაა.

- მნიშვნელოვანია, რომ თვალის შიდა კუთხეები ყოველთვის უფრო ღია იყოს, ვიდრე გარეთა.

- არ დაგავიწყდეთ კონსილერის მაგიური შესაძლებლობების შესახებ: თვალის ირგვლივ არსებული სიშავე ვიზუალურად აპატარავებს თვალს. ამიტომაც, საკმაოდ მნიშვნელოვანია, კონსილერის გამოყენება - კონკრეტულად, კი ვიზაჟისტების ასეთ შემთხვევაში მბზინავი ნაწილაკების შემცველი კონსილერის გამოყენებას გვირჩევენ, რომლებიც სინათლის შუქს აირეკლავენ და გამოხედვას უფრო "რბილს" გახდიან. დაიხსომეთ, რომ შუქის ამრეკლავი კონსილერები, თვალის უპეების სიშავის შენიღბვასთან ერთად, თვალებსაც ადიდებენ ვიზუალურად.

665@495@a0dbf38169b39a2d88790c56a2960a67-ODJjMGYxYTg2Mw

- ღია ფერის თვალის კონტურის გამოყენება ქვედა ქუთუთოს გაყოლებაზე არანაკლებ ეფექტს იძლევა. ვიზაჟისტები ღია ვარდისფერი ან ატმისფერი თვალის კონტურის გამოყენებას გვირჩევენ თეთრის ნაცვლად. ამას გარდა, შესაძლებელია ღია ცისფერი კონტურის გამოყენებაც, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება საღამოს მაკიაჟის შემთხვევაში.

- ქვედა ქუთუთოზე ღია კონტურის წასმის შემდეგ, შეგიძლიათ ღია ფერის თვალის ჩრდილიც გამოიყენოთ, რაც თვალებს კიდევ უფრო გაადიდებს. ასეთ ღია ტონალობის ჩრდილს უშუალოდ წარბის ქვეშ წავისვამთ და ნელ-ნელა, თვალის მიმართულებით გადავალთ შედარებით მუქ ჩრდილებზე.

- პატარა თვალების შემთხვევაში, ტუშის წასმა ორ ფენად არის რეკომენდებული - მთავარი პრინციპია, წამწამები შეძლებისდაგვარად სქელი გამოჩნდეს.

- Nude მაკიაჟი იდეალური არჩევანია დღისით. ვიზაჟისტები ყოველდღიური მაკიაჟისთვის თქვენს კანის ფერზე რამდენიმე ტონით უფრო მუქი ჩრდილების შერჩევას უწევენ რეკომენდაციას: ეს ჩრდილები ზედა ქუთუთოზე გადაისვით. შეიძლება ერთი ფერის გამოყენება მთლიანად, ხოლო წარბის ქვეშ კიდევ უფრო ღია ჩრდილის წასმა. ნებისმიერ შემთხვევაში, თვალების უფრო მეტყველი იქნება.

- სათანადოდ მოუარეთ წარბს და სპეციალისტის დახმარებით შეარჩიეთ შესაბამისი ფორმა. ვიზუალურად გამოხედვის გასადიდებლად შედარების წვრილი სისქის წარმია რეკომენდებული, თუმცა აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო და ყველაფრის ინდივიდუალურად მორგება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები