ბლოგი:
ნოემბერი 05, 2013
ავტორი Anika
წითური თმა ბევრნაირად შეგვიძლია გავიგოთ - მას ხომ უამრავი შეფერილობა აქვს, ნარინჯისფერით დაწყებული მოწაბლისფრო წითელით დამთავრებული. გარდა განსაკუთრებული ხიბლისა, რომელიც ამ თმის ფერის მქონე ადამიანებს გააჩნიათ, მათ კიდევ ერთი უპირატესობაც აქვთ: მაკიაჟში ყველაზე თამამი გადაწყვეტები სწორედ რომ მათთვის არის გამიზნული. დღევანდელ პოსტში სწორედ წითური თმის შესაფერის მაკიაჟზე და ყველაზე ხშირ შეცდომებზე მინდა გესაუბროთ.
მოდით კანით დავიწყოთ. როგორც წესი, ვიზაჟისტები, დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევისას, თვალის ფერის, კანის ტონალობის, ცხოვრების სტილისა და ტენდენციების გათვალისწინებას გვირჩევენ. თუმცა,წითური თმის შემთხვევაში, არჩევანის გასაკეთებლად ამოსავალი წერტილი თმის გამორჩეული ფერი უნდა იყოს.
თუ თქვენ ბუნებრივად შავი ან ყავისფერი თმა გაქვთ და წითურ შეფერილობაზე “ხელოვნურად” გადაერთეთ, ასეთ შემთხვევაში ტონალური კრემის ფერი საშუალო სიმუქის უნდა იყოს - არც ძალიან ღია და არც ძალიან მუქი. ბუნებრივად წითურებს სახის კანი ყოველთვის ღია აქვთ: ფაიფურის მაგვარი შეფერილობიდან ღია ბეჟ ტონალობამდე და ხშირ შემთხვევაში, მათ მომხიბვლელი ჭორფლებიც ალამაზებთ. ამ დროს ტონალურის ფერი კანის ფერს უნდა შეესაბამებოდეს და არა ჭორფლების ფერს, თორემ სახე მთლიანობაში მუქ შეფერილობას მიიღებს. ხოლო იმისათვის, რომ სახე ნიღაბს არ დაემგვანოს, ტონალური კრემი ვარდისფერ პიგმენტებს არ უნდა შეიცავდეს.
ტერაკოტას, მოყავისფრო და მარჯნისფერი რუმიანა იდეალურია იმ წითური ქალბატონებისთვის, რომელთა სახის კანიც თბილი ტონალობისაა. ხოლო ძალიან ღია კანის და ჭორფლების არარსებობის შემთხვევაში, მოვარდისფრო და ატმისფერი რუმიანა იქნება შესაბამისი არჩევანი.
ვიზაჟისტები გვარწმუნებენ, რომ მკვეთრი და მსუყე მაკიაჟი ყველაზე მეტად წითურებს უხდებათ. მწვანე, იასამნისფერი, ლურჯი - ფერთა ეს გამა მრავალფეროვნების მოყვარულებისთვისაა, ხოლო ვისაც თავშეკავებული მაკიაჟი ურჩევნია, მათ ბეჟი, ოქროსფერი, ყავისფერი ტონალობები გამოადგებათ. თვალის გამოსაკვეთად კი შოკოლადისფერი ფანქარი ან ლაინერი აირჩიეთ.
პომადაცს რაც შეეხება, აქ სამოქმედო ასპარეზი თითქმის შეუზღუდავია: თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი ფერი შეარჩიოთ. მთავარია, სახის კანის ტონთან, რუმიანასთან, თვალის ჩრდილებთან და თმის ფერთან მიმართებაში იყოს დაბალანსებული ტუჩის ფერი. ვიზაჟისტების რჩევით, ყოველდღიური მოხმარებისთვის საუკეთესო არჩევანი ატმისფერი ან თბილი ვარდისფერი გლოსია.
ნუ შეგეშინდებათ წითელი პომადის და გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მიახლოვებულია პომადის ფერი თმის ტონთან, მით უფრო უსიამოვნო შედეგს მიიღებთ საბოლოოდ. ამიტომაც, შეეცადეთ, საბოლოოდ თმაზე ნათელი ან მუქი ფერის პომადა შეარჩიოთ.
და ბოლოს, ისიც გახსოვდეთ, რომ “ნიუდ” ანუ “უმაკიაჟო მაკიაჟი” ყველაზე მეტად სწორედ რომ წითურებს უხდებათ. ამისთვის კოსმეტიკაც მინიმალური დაგჭრიდებათ: ნახევრადგამჭვირვალე ტონალური საცხის და კონსილერის მეშვეობით დეფექტებს დამალავთ, ხოლო ჭორფლებს კი ხაზს გაუსვამთ. შემდეგ წარბებს მისცემთ ფორმას მაქსიმალურად თმის ფერთან მიახლოებული ფერის ფანქრით და ბოლოს, ყავისფერი ტუში და იმავე ფერის თვალის ფანქარი, ატმისფერი რუმიანა და ტუჩის გლოსი და მზად ხართ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა