We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მანიკურის ტენდენციები შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

_from blog_:
_September_ 13, 2013
_by_ Anika
ზაფხულის მზიანი ამინდების განწყობიდან გამოსულები ნელ-ნელა საზაფხულო ფერებსაც ვემშვიდობებით - დროებით, რასაკვირველია და ძალდაუტანებლად. ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად მოდის, ისე ჩაანაცვლებს ხოლმე მყვირალა ვარდისფერს ჩამცხრალი მარჯანისფერი ან კაშკაშა ლურჯს მუქი ნაცრისფერი, რომ ამისთვის დიდი დაფიქრება-ანალიზი არ გვჭირდება.

თუმცა, ამ თავისდაუნებურად მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, ყოველსეზონური მოდის ჩვენებები და მათგან გამომდინარე წამოსული ხანგრძლივი თუ მოკლევადიანი ტენდენციები მაინც ახდენენ ჩვენზე გავლენას, რაშიც ნეგატიურს ვერაფერს ვხედავ - ხშირად, გრძნობ, რომ გარკვეული ცვლილება გესაჭიროება, მაგრამ ვერაფრით ხვდები რა შეიძლება გინდოდეს. ასეთ დროს, “ჩამოწოდებული” იდეა ან რჩევა კი შეიძლება ძალიანაც სასარგებლო აღმოჩნდეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღევანდელ პოსტში 2013-14 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ჩვენებებზე გამოკვეთილ რამდენიმე ტენდენციას გაგაცნობთ, რომლებიც ცივ სეზონზე მანიკურის გადასახალისებლად შეიძლება გამოგადგეთ.

ჩემი და ალბათ, ბევრი თქვენგანის საყვარელი Khaki (ჩვენებურად ხაკისფერს რომ ვეძახით) ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფერია ამ სეზონის ჩვენებებზე. ამ ფერის პალიტრას, ღია ტონალობიდან მუქის ჩათვლით, სხვებთან ერთად, Chanel-ის და Dior-ის საშემოდგომო კოლექციებშიც შეხვდებით, ყველაზე ეფექტური კი ეს ფერი მოკლე ფრჩხილებზეა.

Screen shot 2013-09-13 at 10.07.54 AM Alexander Wang

Nude ანუ შიშველი ეფექტის მქონე მანიკური პოდიუმებზე ღია ნაცრისფერ, რძისფერ და ბეჟ ტონალობებში იყო გადათამაშებული. ამ ფერს ერთი დიდი პლიუსი აქვს: ის ყველაზე ნაკლებ პრეტენზიულია - ნებისმიერი სიგრძის და ფორმის ფრჩხილს უხდება და არც მის გარდერობთან შეხამებაზე გექნებათ თავი სამტვრევი.

Screen shot 2013-09-13 at 10.16.50 AM Chanel

ვარდისფერი ტონალობების მოყვარულებს თამამად შეგიძლიათ მათი მოხმარება განაგრძოთ, როგორც ეს Chanel-ის და Giorgio Armani Prive-ს ჩვენებებზე იყო. სხვათაშორის, ამ სეზონზე ვარდისფერი, მანიკურის გარდა, ჩაცმულობაშიც და მაკიაჟშიც უხვად არის წარმოდგენილი.

Screen shot 2013-09-13 at 10.20.11 AM Marni

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია ოქროსფერში გადაწყვეტილი ფრჩხილები იყო, რომელიც კლასიკური გაგებით, საღამოს გასვლით ღონისძიებებს უფრო შეეფერება, თუმცა დღისითაც, არანაკლებ ჰარმონიულად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მსგავსი ფერები კი OPI-ს და CND-ს საშემოდგომო კოლექციებში მოიძიეთ.

დროებით,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_