წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მარკობიოტიკა როგორც ცხოვრების წესი

ბლოგი:
ნოემბერი 15, 2015
ავტორი Anika
არ ვიცი, რამდენ თქვენგანს სმენია მაკრობიოტიკის შესახებ, მაგრამ ეს ფილოსოფია, როგორც ცხოვრების წესი მსოფლიოში ასი ათასობით ადამიანს აქვს არჩეული. ამიტომაც დღეს მის შესახებ მინდა მოგიყვეთ, იქნებ ბლოგის მკითხველებს შორისაც გაჩდნენ მისი მიმდევრები:

  • ტერმინი "მაკრობიოტიკა" ძველბერძნულ ენაზე "დიდ სიცოცხლეს" ნიშნავს. ამ ფილოსოფიის თანახმად, ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება გაცილებით სრულყოფილად და სასიამოვნოდ ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა.

  • მაკრობიოტიკა ხშირად, შეცდომით, კვების მეთოდი ჰგონიათ. ეს ასე არ არის - მაკრობიოტიკა უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების წესია. ეს ფილოსოფია აღიარებს, რომ ნებისმიერ საკვებში ორი სახის ენერგია არსებობს: "ინ" და "იან" ენერგიები, თუმცა მხოლოდ გარკვეული სახეობის პროდუქტებში არის ორივე ენერგია დაბალანსებული და სწორედ ასეთი საკვების მირთმევა არის რეკომენდირებული.

  • მარკრობიოტიკაში არ არსებობს წესები და აკრძალვები - ეს ფილოსოფია არჩევანის გაკეთებას გვასწავლის. საკვების არჩევისას, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე და გვერდზე გადავდოთ გემოსთან ასოცირებული შეგრძნებები. ყველაფერი რაც ჩვენს სხეულზე მოქმედებს, იმავდროულად მოქმედებს ჩვენს ემოციებზეც.

  • მაკრობიოტიკის თანახმად, ნატურალური, ახალი და სეზონური საკვები უნდა გამოვიყენოთ.  მნიშვნელოვანია ცოცხალი, დაუმუშავებელი ხილის, ბოსტნეულის მირთმევა. თანაც, ცოცხალ პროდუქტებში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რაც ნაადრევი დაბერების კარგი პრევენციაა.

  • იდეალური რაციონი 50%-ით ცოცხალი, სეზონური ხილისა და ბოსტნეულისგან, მარცვლოვანი კულტურებისა და თევზისგან უნდა შედგებოდეს. მაკრობიოტიკა ეწინააღმდეგება ცხოველური წარმომავლობის პროდუქტების მირთმევას, ვინაიდან მათი ფილოსოფიის თანახმად, ასეთ პროდუქტებს ჩვენგან დიდი ენერგია მიაქვთ.

  • მაკრობიოტიკის მიხედვით, ადამიანის ფიზიკური აქტივობა, მოძრაობა, ბუნებაში ხშირად გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

  • და ბოლოს, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მოძრაობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია დასვენება. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ უქმეებზე გვერდზე გადავდოთ სამუშაოსთან დაკავშირებული ფიქრები, სოციალური ქსელები და დრო საკუთარ ოჯახის წევრებთან და ჩვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ერთად გავატაროთ.


მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები