We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მარტის თვის კოსმეტიკის მარგალიტები

_from blog_:
_March_ 29, 2013
_by_ Anika
ვინც ანიკას ბლოგს თვალყურს ადევნებთ, გემახსოვრებათ, ჩვენი ყოველთვიური ე.წ. “შეფასებითი” ბლოგები, სადაც სილამაზის თემის წამყვანი ბლოგერების მიერ ყოველთვიურად გადარჩეულ საუკეთესო სიახლეებს გიზიარებთ. ამჯერად მარტის თვის კოსმეტიკის საუკეთესო პროდუქტების ჯერია, რომელიც ძირითადად მაკიაჟის საშუალებებით შემოიფარგლება.

Ob-emnaya-tush-dlya-resnic-Le-Volume-de-Chanel-Chanel

შანელის ფირმის მოცულობის მიმცემი წამწამების ტუში Le Volume de Chanel, Chanel თვის ერთ-ერთი ფავორიტია. ეს ტუში განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვინც უპირატესობას შედარებით თხევადი კონსისტენციის ტუშებს ანიჭებს. უნიკალური ფუნჯის წყალობით, რომელიც ვიზუალურად თოვლის ფიფქს მოგაგონებთ, შეძლებთ ტუშის წამწამებზე თანაბრად გადანაწილებას და მათთვის დამატებითი მოცულობის მინიჭებას (ამაზე ფუნჯის გრძელი და მყარი ჯაგრისები ზრუნავენ). მოკლე და რბილი ჯაგრისების წყალობით კი წამწამებს დააგრძლებეთ და მათ იდეალურად გამოყოფთ ერთმანეთისგან.

Odekolon-Blackberry-Bay-Jo-Malone

თბილისში უკვე კარგად ცნობილი ბრიტანული სუნამოს ბრენდის ჯო მალოუნის ახალი სურნელი Blackberry&Bay, Jo Malone ბევრისთვის შეიძლება ზაფხულთან უფრო ასოცირდებოდეს. თუმცა, ზოგიერთი მას იდეალურ სურნელად მიიჩნევს სწორედაც რომ გაზაფხულიდან ზაფხულისკენ გარდამავალი პერიოდისთვის. ამის მიზეზად კი სუნამოს მცენარეულ შემადგენლობას ასახელებენ: დაფნის ფოთლის, გრეფირუტის და ვეტივერის გარდა ამ სუნამოს კომპოზიციას კენკრის და ნაზი ყვავილების ნოტების ართულებს. ერთი რამ ცხადია - მათ ვისაც გამოკვეთილად ქალური სურნელები იზიდავს, ეს სუნამო ნაკლებად მოხიბლავს, ალბათ.

BB-krem-Diorskin-Nude-BB-Creme-Dior

აწ უკვე საყოველთაოდ პოპულარული BB-კრემებიდან განსაკუთრებული ყურადღება დიორის საცხმა Diorskin Nude BB Crème დაიმსახურა. პროდუქტი იდეალური ტონალური საშუალებაა, ვინაიდან ის სახის კანის ფორებს ზედმეტად არ ავსებს, არ აშრობს სახის T-ზონას, ძლებს მთელი დღის განმავლობაში და არ იწვევს სახეზე ცხიმიანი ბზინვარების გაჩენას. ამ ყველაფერთან ერთად ეს კრემი იდეალურად ფარავს კანს და ოქროს შუალედს ინარჩუნებს კანის ბუნებრივ ბზინვარებასა და გლუვ ეფექტს შორის. თუმცა, ერთი მინუსი ამ საცხსაც აქვს: მისი თხელი ტექსტურის გამო, აკნესგან დარჩენილი წერტილების დაფარვა დამატებითი კორექტორის/კონსილერის გარეშე შეუძლებელი იქნება.

Pomada-Le-Rouge-Givenchy

ჟივანშის ახალი პომადა 202 Rose Dressing-ის ფერში ლამაზი შეფუთვისა და ნახევრად გლიუვი ზედაპირის გარდა, მომხიბვლელია იმითაც, რომ ის ძალიან პრაქტიკული მოსახმარია. თუ ამ საცხს თითებით ოდნავ შეიზელთ ტუჩებში, ის მაკიაჟის ძალიან ბევრ სახეობასთან შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც გამაცოცხლებელი, გამახალისებელი შტრიხი. ხოლო თუ მას სრულყოფილად გასაისვამთ, ისე როგორც ტუჩის საცხს შეეფერება, მაშინ გამოკვეთილ ფერს მიიღებთ, რომლითაც მაკიაჟში ყურადღება სრულად ტუჩებზე იქნება გადატანილი. ეს საცხი ნათელი ფერისაა და კარგად ესადაგება გაზაფხულის განწყობას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_