ბლოგი:
ივლისი 28, 2017
ავტორი Anika
გადაღლა, სტრესი, კომპიუტერის წინ გატარებული საათები, უძილობა, ალკოჰილი, სიგარეტი - ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთიც საკმარისია საიმისოდ, რომ თვალების ქვეშ მოშავო შეფერილობის რგოლები გამოჩნდეს, რაც დამეთანხმებით, ძალიან არასასიამოვნოა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თვალის ირგვლი არსებული კანი ძალიან თხელი და ფაქიზია, ამიტომაც, როცა ჯანგბადმოკლებული სისხლი კაპილარებში ყოვნდება, ეს მომენტალურად შესამჩნევი ხდება გარეგნულად. დღეისთვის კოსმეტიკური ბრენდები ათასგვარ გელს, კრემს თუ ნიღაბს გვთავაზობენ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, თუმცა, ძვირადღირებული პროდუქციის შეძენის გარეშეც, მცირედი ძალისხმევითაც სრულიად შესაძლებელია ამ დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანა. რას გვირჩევენ გამოცდილი კოსმეტოლოგები?
1. უპირველეს ყოვლისა, სახის დაბანისას ზედმეტად თბილი თუ ცხელი წყლის გამოყენებაზე უნდა ვთქვათ უარი. მაღალი ტემპერატურა სითხის შეკავებას და შეშუპებას უწყობს ხელს - ამიტომაც, საუნა ასეთ შეთხვევაში არანაირად არ არის რეკომენდებული. ოთახის ტემპერატურის და კიდევ უფრო გრილი წყალიც იდეალური არჩევანია ჰიგიენური პროცედურისთვის.
2. სიშავეების დროს კოსმეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ "თითების შხაპის" გამოყენებას - ამ დროს თითების ბალიშებით მსუბუქი მასაჟის მოძრაოებები სრულდება თვალების ირგვლივ 2-3 წუთის განმავლობაში. ასეთი მასაჟი უშუალოდ სახის დაბანის შემდეგ შეგვიძლია შევასრულოთ, თვალის გარეთა კუთხიდან შიდა მიმართულებით - იმ ადგილისკენ, სადაც ცენტრალური ლიმფური და სისხლძარღვოვანი კვანძებია განლაგებული და სადაც სითხის დაგროვება ხდება.
3. გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი მაქსიმალურად მსუბუქი იყოს - ზეთოვანი სტრუქტურის მაკიაჟის მოსაცილებელი იდეალური არჩევანია.
4. თვალის ირგვლივ კანის სისტემატური მოვლისთვის კოსმეტოლოგები რეტინოლის, იგივე A ვიტამინის შემცველი საშუალებების გამოყენებას გვირჩევენ: ის უჯრედების აღდგენის პროცესს აჩქარებს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, ეს ყველაფერი კი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე თვალის უპეების სიშავეს ეხება.
5. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი ფილტრის შემცველი თვალის საცხების გამოყენება - მინიმუმ SPF30-ის შემცველი საცხი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა