ბლოგი:
ივლისი 20, 2016
ავტორი Anika
წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჯანსაღი, მოვლილი კანი გენეტიკასზე მეტად მოვლის დამსახურებაა. ბუნებრივია, კარგი, ისევე როგორც ცუდი გენები თავისას შვება, მაგრამ სისტემატური და სწორი მოვლით, თუ არ დავიზარებთ და წესად ვაქცევთ, კანის ლამაზი, ჯანმრთელი იერსახის შენარჩუნებას და ნაადრევი ნაოჭების გაჩენის პრევენციასაც შევძლებთ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისთვის?
- კანის სათანადოდ და სისტემატურად დაბანა/გაწმენდა. ერთი შეხედვით შეიძლება გაგეცინოთ, კანის დაბანას მოწოდება რაში ესაჭიროებაო, მაგრამ დაფიქრდით, რამდენ თქვენგან დაუძინია ღამით მაკიაჟის ჩამობანის/მოცილების გარეშე? მე არაერთხელ და ვიცი, რომ "დიდი დანაშაულია". კორეელი ქალები, რომლებისთვისაც კანის სიჯანსაღე ზოგადად სილამაზის N1 განმსაზღვრელი ფაქტორია, სახის გაწმენას 11 ეტაპად ყოფენ და ამას ყოველდღიურად აკეთებენ - ხუმრობის გარეშე. რეალურად, გაწმენდა მაკიაჟის გარდა, ოფლის, გარქოვანებული უჯრედების და სხვადასხვა ტიპის დაბინძურების მოცილებას გულისხმობს. ამ ყოველივეს კი სპეციფიური პროდუქტები და სათანადო შერჩევა სჭირდება, კანის ტიპის გათვალისწინებით.
- დაუმეგობრდით A ვიტამინს, იგივე რეტინოლს. ეს ვიტამინი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების გარდა, კანის გლუვი ეფექტის მიღწევას და მის გამკვრივებას უწყობს ხელს. მოკლედ, რეტინოლი კანის უჯრედებს ახალგაზრდობას უხანგრძლივებს და დაგროვებითი ეფექტით გამოირჩევა: ფილერების მსგავსად, ნელ-ნელა ახდენს არსებული ნაოჭების ამოვსებას. ამიტომაც, კოსმეტოლოგები A ვიტამინის შემცველი პროდუქტების გამოყენებას გვირჩევენ, თუმცა კონკრეტულ პროდუქტში რეტინოლის კონცენტრაცია საკმაოდ ინდივიდუალური საკითხია და შერჩევაც შესაბამისი სჭირდება.
- აუცილებლად და სისტემატურად გამოიყენეთ SPF-ის შემცველი თავის მოვლის საშუალებები. მზის მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვა დაბერების უმნიშვნელოვანესი პრევენციაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია სახის და თვალის საცხი, ტონალური საცხი თუ ტუჩების ბალზამი შესაბამისი დაცვის შემცველი რომ იყოს.
- კანის ყოველდღიური გაწმენდა/გასუფთავების გარდა, კვირაში ერთხელ სახის ფორების ღრმა გაწმენდა არ დაგავიწყდეთ. ამისთვის სახის სქრაბები, ნიღბები, სახის ელექტროჯაგრისები გამოიყენეთ, თვეში ერთხელ კი პროფესიონალ კოსმეტლოგთან, სალონში გირჩევდით შესაბამისი პროცედურის ჩატარებას.
- დაკავდით სპორტით. აერობული ვარჯიშები არამხოლოდ კალორიების წვაში, კუნთოვანი მასის გამკვრივებაში და გახდომაში დაგეხმარებათ - ის კანის მდგომარეობაზეც დადებითად აისახება, ვინაიდან ვარჯიშის დროს ორგანიზმის ინტენსიურად მოიხმარს ჟანგბადს, ამ პროცესში კი კანიც თავის სარგებელს ხედავს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა