წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მასტერკლასი Bobbi Brown-ისგან: დღის მაკიაჟი

ბლოგი:
დეკემბერი 03, 2013
ავტორი Anika
არ ვიცი, რამდენი თქვენგანი შეიძლება იყოს Bobbi Brown-ის ბრენდის მომხმარებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი, რომელთაც ერთხელ მაინც შეუძენიათ მისი დეკორატიული კოსმეტიკის ხაზიდან რომელიმე პროდუქტი, დღეისთვის ამ ბრენდის ლოიალური მომხმარებლები იქნებიან. იკითხავთ, რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ ქალშიო, მე კიდევ გიპასუხებთ, რომ ბრაუნი პირველი იყო, ვინც კოსმეტიკის შერჩევისას ყურადღება არამარტო ტონზე, არამედ კანის და ტუჩის ე.წ. ბუნებრივ “ქვედა ტონზე” გაამახვილა. მის გამოგონებებს ეკუთვნის ასევე გელისებური თვალის ლაინერი - ერთხელ ექსპერიმენტი ჩაუტარებია და თვალებზე ხაზი ტუშით გაუვლია და სწორედ მაშინ დაიბადა ეს სიახლეც. თუმცა, ბობი ბრაუნის მთვარი განმასხვავებელი ალბათ მაინც მაკიაჟისადმი უნიკალურ მიდგომაშია: დეკორატიული კოსმეტიკის მეშვეობით მან ქალებს არა ნაკლის შენიღბვა და დამალვა, არამედ სახის საუკეთესო ნაწილების ხაზგასმა ასწავლა. ასეთ მიდგომაში პოზიტივიც გაცილებით ბევრია. მოკლედ, სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მოდით, საქმეზე გადავალ და ყოველდღიური მაკიაჟის ეტაპებს და ტექნიკას გაგაცნობთ.

ეტაპი 1 - სახის კანის მომზადება. სახეზე ტონიკში დასველებულ ბამბის ტამპონს გადავისვამთ და თვალის ქვედა ქუთუთოზე თვალის კრემს ვისვამთ. ზედა ქუთუთო ხელუხლებელი რჩება. სახის კანს აუცილებლად კარგად ვიტენიანებთ შრატით და დამატენიანებელი კრემით.

485@323@4ce5ad236bdfa1e698a378ebb726d8c4-MzllZTdhYmVlMw

ეტაპი 2 - კორექტორი და კონსილერი. ბრაუნის კოლექციაში 20-მდე ტონალური სტიკია (მსხვილი ფანქრის ფორმის). გარდა ამისა, პატარა ვერსიებიც არსებობს, რომლებიც ჩანთით სატარებლად არის ძალიან პრაქტიკული. თავად ბრაუნის რეკომენდაციით, ფერის შესარჩევად მინიმუმ 3 განსხვავებული ფერი უნდა გამოვცადოთ, მათი ტესტირება კი ყველაზე მოსახერხებელი ლოყაზეა. ის ფერი, რომელიც ყველაზე კარგად შეერწყმება თქვენს კანის ფერს, იქნება საბოლოო არჩევანიც. მოკლედ, კორექტორს სქლად ვისვამთ თვალის ქვედა ქუთუთუზე და სპეციალური ფუნჯით კარგად შევიზელთ, შემდეგ ოდნავ თითებითაც გადავინაწილებთ წასმულს. კორექტორის მთავარი დანიშნულება უპეების სილურჯეების და სიშავის დაფარვაა. ამის შემდეგ უკვე კონსილერს ვისვამთ და 5 წუთით თავს ვანებებთ ამ ზონას.

485@323@707890c3feba87c92b34caf055b9e009-NGFmNmNiNWFjMg

ეტაპი 3 - გადავდივართ ტონალურ საცხზე. ამ შემთხვევაში Bobbi Brown-ის ვიზაჟისტები შემდეგს გვირჩევენ: ტონალური ცხვირიდან გარე მიმართულებით გადავინაწილოთ ფუნჯით და შემდეგ ოდნავ თითებიც შევაშველოთ, T ზონას რაც შეეხება, აქ ისინი ტონალური სტიკის გამოყენებას გვირჩევენ.

ეტაპი 4 - პუდრა და ბრონზატორი. თუ თქვენ სახის მბზინვარე ეფექტი არ გსიმოვნებთ, ასეთ შემთხვევაში ძალიან მცირე რაოდენობით პუდრა გამოიყენეთ. ვინც, ჩემს მსგავსად, პუდრას “დაუძინებელი მტერია”, მათ ბრონზატორის გამოყენებას ურჩევენ. ბობი ბრაუნის აზრით, ბრონზატორის გამოყენება არამარტო ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში არის რეკომენდირებული.

ეტაპი 5 - რუმიანა. რუმიანა ხომ დაღლილობის შესანიღბად საუკეთესო საშუალებაა - ის ისე მარტივად და სწრაფად აცოცხლებს სახეს! ამიტომაც, აუცილებლად შეიტანეთ ის თქვენს მაკიაჟში. მისი წასმის ტექნიკას რაც შეეხება, ბრაუნის ვიზაჟისტები გვრიჩევენ: გავიღიმოთ და ამ დროს ლოყაზე წარმოქმნილ ყველაზე ამაღლებულ და გამოწეულ ზონაზე გადავისვათ რუმიანაც.

485@323@799ebf79122ab1da28512f6f89b1b73e-ZDM4YjdhZWFjOA

ეტაპი 6 - ვირჩევთ ტუჩის საცხს. ტუჩის ბუნებრივი ფერის შეფერილობის პომადა ნებისმიერი ქალის კოსმეტიკურ ჩანთაში უნდა არსებობდეს. ის ყველაზე უსაფრთხო და უპრეტენზიო არჩევანია. ასეთი ფერის პომადა თქვენს ბუნებრივ პიგმენტს ხაზს გაუსვამს და სახის კანს კიდევ უფრო ნათელს გამოაჩენს. ჯერ პომადას წავისვამთ და შემდეგ უკვე ტუჩის კონტურს გავასწორებთ ფანქრით.

ეტაპი 7 - ბობი ბრაუნი გვირჩევს, არასდროს დაგვავიწყდეს წარბების გამოკვეთა. ეს კი წარბის სპეციალური ჩრდილების მეშვეობით უნდა გავაკეთოთ - Bobbi Brown-ის კოლექციაში ქერა და შავგვრემანი ქალებისთვის ცალ-ცალკე ჩრდილების ნაკრებია გათვალისწინებული.

ეტაპი 8 - თვალის ჩრდილები. თავდაპირველად თვალის ზედა ქუთუთოზე ნეიტრალურ, ბეჟ ჩრდილს გადავისვამთ, შემდეგ კი ქუთუთოს გარე, მოძრავ ნაწილს შედარებით მუქი ფერის ჩრდილით გამოვყოფთ.

485@323@c7e7aaf9bb7bd2a2b72c8e26dcf1c83f-MTZjMDM4ZTQ2NQ

ეტაპი 9 - თვალის ხაზი. ბრაუნის საფირმო გელისებური ლაინერის მეშვეობით, თვალის გარე კუთხიდან შუამდე მოვალთ და შემდეს თვალის შიდა კუთხიდან საპირისპიროდ, ისევ ცენტრამდე და ასე შევაერთებთ ორ ხაზს. თქვენი არ ვიცი და ფანქართან და ლაინერთან ურთიერთობა მე არასდროს გამომდიოდა, სამწუხაროდ.

ეტაპი 10 - ვასრულებთ მაკიაჟს. ბოლო შტრიხი, როგორც მიხვდით, წამწამების ტუშით გალამაზებაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები