წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მატეს მწვანე ჩაის უნიკალური თვისებები

ბლოგი:
ივლისი 16, 2012
ავტორი Anika
ყოველთვის, როცა “კარგ” ყავასა და “კარგ” ჩაის შორის მაქვს არჩევანი, “კარგ” ჩაის ვამჯობინებ ხოლმე. კონკრეტული მიზეზი არ ვიცი, უბრალოდ, გამორჩეულად ჩაის მოყვარული ვარ, ალბათ. არასდროს ვამბობ უარს, რამე ახალი, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ჩაის სახეობა რომ გამოვცადო - მეტიც, ყოველთვის ასეთი აღმოჩენების ძიებაში ვარ. ერთ-ერთი მორიგი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისას, მატეს მწვანე ჩაის გადავაწყდი, რომლის შესახებაც დღეს მინდა მოგიყვეთ.

ზოგადად, მწვანე ჩაის მომხმარებელი უკვე წლებია რაც ვარ, მაგრამ მატეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავეცანი. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამ ჩაის იმდენი სასარგებლო და სამკურნალო თვისება ჰქონია, რომ მისი უგულვებელყოფა ნამდვილად დანაშაული იქნებოდა.

ხომ გსმენიათ, შოკოლადი, შავი მოცხარი და ისპანაჰი ანტიოქსიდანტებით ძალიან მდიდარიაო?! ჰოდა, უკანასკნელი კვლევების თანახმად, მატეს ჩაიში ანტიოქსიდანტების შემადგენლობა 7-ჯერ აღემატება შოკოლადისას, 17-ჯერ შავი მოცხარისას და 60-ჯერ ისპანაჰისას. ანტიოქსიდანტები კი, როგორც მოგეხსენებათ, დაბერების შენელების პროცესში, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

აშშ-ში ჩატარებული კვლებების თანახმად, მატეს მწვანე ჩაის, სხვა სიკეთეებთან ერთად, წონაში კლების პროცესსაც შეუძლია შეუწყოს ხელი. როგორც ამბობენ, მატეს ექსტრაქტს თერმოგენული მოქმედება აქვს და ცხიმების წვის პროცესს აუმჯობესებს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მატეს ჩაის მოხმარების შედეგად, ენერგიის წვის სიჩქარე 8%-დან 43%-მდე მატულობს, ხოლო ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს, ვარჯიშის დაწყებამდე მატეს მიღებით, შეუძლიათ ცხიმების წვა 25%-ით გაზარდონ.

მატეს მწვანე ჩაი მატეს მწვანე ჩაი

ამას გარდა, როგორც კვლევები ადასტურებენ, მატეს სიმსივნური და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პრევენციის უნარიც შესწევს, ძალიან ეფექტური დეტოქსიკანტია - ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს - და ზოგადად, სიცოცხლისუნარიანობის ხარისხსაც ამაღლებს. მათთვის, ვისაც დიდი დატვირთვით უწევთ გონებრივი შრომა, მატეს ჩაი იდეალური დამხმარე ყოფილა აზროვნების პროცესის და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად და სტრესის მოსახსნელად.

წყაროს წყალი "ბაკურიანი" წყაროს წყალი "ბაკურიანი"

მატეს რაც შეეხებოდა, სულ ეს იყო. აი, ცხელი დღეების დაბრუნებასთან დაკავშირებით, კი შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში საშუალოდ 8-10 ჭიქა წყლის დალევა, რაც წყურვილის გაქარწყლების გარდა, ორგანიზმის წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად არის მნიშვნელოვანი.

დროებით,

ანიკა





მსგავსი ბლოგები