We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მატყუარა პროდუქტები

_from blog_:
_April_ 09, 2017
_by_ Anika
დიეტის არსი ზედმეტი კილოგრამების დაკლებაა, ეს კი კილოკალორიების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც, დიეტაზე ყოფნისას რუდუნებით ვარჩევთ ჩვენს საკვებ რაციონს საიმისოდ, რომ ნებადრთული საკვების ჩამონათვალში მაქსიმალურად დაბალკალორიული პროდუქტები მოხდეს. თუმცა, სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ "დიეტურად" მიჩნეული ესა თუ ის პროდუქტი რეალურად არც თუ ისე მცირე რაოდენობით შეიცავს კილოკალორიებს - რამდენიმე ასეთ საკვებ პროდუქტზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოსტში.

ქიშმიში - არაერთხელ გსმენიათ კეთილი რჩევა იმის შესახებ, რომ თუ წონაში დაკლება გსურთ, ტკბილეული ხილის ჩირით უნდა ჩაანაცვლოთ. ბევრი ასეც იქცევა, თუმცა დიდმა ნაწილმა არ იცის ის, რომ ქიშმიშის პატარა შეკვრას დაახლოებით 264 კკალ. აქვს, მაშინ როცა შოკოლადიანი კრუასანი 100-მდე კალორიას შეიცავს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ უხარისხო ქიშმიშისთვის მბზინვარების მისაცემად ხშირად ზეთს უსვამენ მას გარედან, რაც მას კიდევ უფრო მეტად კალორიულს ხდის. დამატებით, ყურძნის სწრაფად გასაშრობად მას E220-ის სახელწოდებით ცნობილ კონსერვანტს უმატებენ. ქიშმიშის კალორიულობის განსაზღვრისას, მისი ზომაც უნდა გავითვალისწინოთ: რაც უფრო მოზრდილი ზომისაა, მით მეტად კალორიულია.

კაპუჩინო - ყავის არჩევისას, სტანდარტული, კლასიკური ამერიკანოს შემდეგ ყოველთვის კაპუჩინოს ვანიჭებ უპირატესობას და იშვიათად თუ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ რეალურად ერთ საშუალო ზომის ფინჯან კაპუჩინოში 200 კილოკალორიაა. ამის მიზეზი კი კაპუჩინოსთვის დამახასიათებელი ქაფი ყოფილა, რომელიც მაღალი ცხიმიანობის რძისგან კეთდება.

შვრია - წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ჩემი დილის რიტუალის განუყოფელი ნაწილია და უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ ასე მარტივად მომზადებული ერთი ულუფა ფაფა, ყოველგვარი რძის და შაქრის და სხვა დანამატების გარეშე, 220 კკალს შეიცავს საშუალოდ. და თუ რძეს გამოვიყენებთ, ხილს ან ჩირს დავამატებთ, მისი ენერგეტიკული ღირებულება გაცილებით მაღლა აიწევს.

ვაშლი - ვაშლი არართი დიეტის ნებადართული პროდუქტების სიაშია, არადა შედარებისთვის ერთ საშუალო ბანანში 180 კილოკალორიაა, ერთ საშუალო ზომის ყურძნის მტევანში - 216, დიდი ზომის წითელ ვაშლში კი - 200. გამოდის, რომ ჩვენი საყვარელი ვაშლი არც თუ ისე უსაფრთხო პროდუქტია, როცა საქმე კალორიების დაანგარიშებაზე მიდგება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_