ბლოგი:
ივლისი 29, 2013
ავტორი Anika
სილიკონის გამოყენება კოსმეტოლოგიაში უკვე ათწლეულებია (1950-იანი წლებიდან მოყოლებული) არავისთვის წარმოადენს სიახლეს. მაკიაჟის, კანის და თმის მოვლის საშუალებებში ამ ნივთიერებას არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით, თუმცა, დამოკიდებულება მისადმი არა მხოლოდ მომხმარებლებში, არამედ კოსმეტიკურ ბრენდებშიც კი არაერთვაროვანია: ზოგიერთ მწარმოებელს მის გარეშე საკუთარი საქმიანობა ვერც კი წარმოუდგენია, ზოგსაც კი “შავ სიაში” აქვს შეყვანილი.
პროდუქტის ეტიკეტზე სილიკონების იდენტიფიცირება სირთულეს მენდელეევის ტაბულასთან ნაკლებად დამეგობრებული მომხმარებლისთვისაც კი არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ნივთიერებების დასახელება, როგორც წესი, “-con”, “-conol” ან “-siloxane”-ზე მთავრდება და მათ ნებისმიერი ტიპის თავის მოვლის პროდუქტში შეიძლება შეხვდეთ: თმის და კანის მოვლის საშუალებებში, თმის სტაილინგის პროდუქციაში, მზისგან დამცავ პროდუქტებში, დეოდორანტებში, დეკორატიულ კოსმეტიკაში, ფრჩხილის ლაქებში. სილიკონების საყოველთაო გამოყენება კი სავარაუდოდ, მათ მრავალფუნქციურობას უნდა მივაწეროთ. უპირველეს ყოვლისა, სილიკონებს კანის ზედაპირზე დამცავი ფენის წარმოქმნა შეუძლიათ, რის გამოც ტენიანობის კანის შიგნით ბლოკირება ხდება. გარდა ამისა, მათი დახმარებით კონკრეტული საშუალება გაცილებით სწრაფად შრება, შედარებით მდგრადი ხდება, ნაოჭების შემთხვევაში ვიზუალურად ასწორებს მათ და ფორებს კრავს და თმასთან მიმართბაში, თმის ფერის დაცვას უზრუნველყოფს.
აი, მაგალითად, Guerlain-ის ტონალური ემულსია Terracota Skin Healthy Glow Foundation Second Skin Effect - ესეც ერთ-ერთი სილიკონის შემცველი პროდუქტია, რომელიც სახის კანს ერთდროულად ხავერდოვან ელფერს აძლევს, ფორებს ავიწროვებს, კანის ფერს ერთგვაროვანს ხდის და მას მსუბუქი რუჯის ეფექტს ანიჭებს.
ისევე როგორც ეს 100 წლის წინ ხდებოდა, სილიკონს ახლაც ბუნებრივი პროდუქტის, კვარცისგან იღებენ. თუმცა, სინთეზირების პროცესში ისინი ქიმიურ დამუშავებას გადიან, რის გამოც საბოლოოდ არა ნატურალურ, არამედ სინთეტურ პროდუქტს ვიღებთ. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდები მას მცენარეული ზეთებით და ცვილით ანაცვლებენ. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ექსპერტების თქმით, არ არსებობს ისეთი კომპონენტი, რომელიც სილიკონის მსგავსი პოზიტიური შედეგების მოცემას შეძლებდა. და ბოლოს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სილიკონის მოქმედება იმ მომენტში სრულდება, როგორც კი სხეულიდან თუ სახიდან მის შემცველ კოსმეტიკას ჩამოვიბანთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა