წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მავნებელია თუ არა ყავა

ბლოგი:
ნოემბერი 13, 2013
ავტორი Anika
თქვენი არ ვიცი და ჩემთვის დილით ერთი ფინჯანი ძლიერი ყავა დღის განმავლობაში ჩემი პროდუქტიულობის აუცილებელი წინაპირობაა. ეს მოცემულობა ზამთრის სიცივეებში კიდევ უფრო მძაფრდება. მსოფლიოში ჩემნაირების ასეულმილიონიანი არმია განაპირობებს ალბათ ყავის პოპულარობასაც: ნავთობის შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ რომ მასზეა. შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე, მითიც არაერთი არსებობს მასზე. მოდით, დღევანდელ პოსტში ექსპერტების მოსაზრებები მოვისმინოთ ყველაზე გავრცელებულ ყავის მითებთან დაკავშირებით.

1. ყავის მავნებლობის შესახებ - ზომიერების დაცვა აქაც მნიშვნელოვანია. დღეში ერთი ფინჯანი ყავა დადებითად აისხება ორგანიზმზე, ენერგიას შეგმატებთ და სისხლძარღვების გაფართოვების ხარჯზე, გაციების შეგრძნებისგანაც გაგათავისუფლებთ. ყავაში შემავალი ანტი-დეპრესანტი ჰორმონი სეროტონინი ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებს და დეპრესიის განვითარების რისკს ამცირებს.

2. ყავის შენახვის ვადები - იმ განსაკუთრებულ სასარგებლო თვისებებს და არომატს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლადმოხალული ყავა 2 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს. შემდეგ არომატიც და სარგებელიც ნელ-ნელა მცირდება.

600x801_0xd42ee42a_20322470051383748678

3. სწორად მომზადებული ყავა - ყავას სპეციალურ როსტერებში ხალავენ, რის შემდეგაც საგანგებოდ მომზადებულ პაკეტებში ინახავენ 7-10 დღის განმავლობაში, კონკრეტულ ტემპერატურაზე. სწორედ ამ პროცესების წყალობით ვიღებთ ჩვენ არომატულ და სასარგებლო თვისებების მქონე ყავას.

4. დოზირება - მოზრდილი ადამიანისთვის დღის განმავლობაში 50 მგ. კოფეინი არის გათვალისწინებული. ამ დოზის მიღების შედეგად, განწყობა უკეთესი გვაქვს, ნერვული და გულ-სისხლძარღვოვამი სისტემების მუშაობა უმჯობესდება და საბოლოო ჯამში თავს მხნედ ვგრძნობთ. დოზის გადამეტების შემთხვევაში კი შესაძლოა უკუეფექტი მივიღოთ: გულისცემის აჩქარება და დათრგუნული, დეპრესიული მდგომარეობა.

5. უზმოზე ფინჯანი ყავა ნამდვილად არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ექიმები გვირჩევენ, რომ კუჭი რომ არ გავაღეზიანოთ, ყავა საუზმის დროს, სხვა დანარჩენ საკვებთან ერთად მივიღოთ.

680x976_0xd42ee42a_16437515061383748673

6. ძილის წინ ყავის დალევა ჩემს მსგავსად ბევრს გიფრთხობთ ალბაპთ, ძილს. თუმცა, როგორც ექიმები გვარწმუნებენ, ყავის გამომაფხიზლებელი ეფექტი მიღებიდან 30-40 წუთი გრძელდება მხოლოდ, ასე რომ, წესით მისი საღამოს საათებში მიღება ძილისთვის შეფერხება არ უნდა იყოს.

7. ცოტა ხნის წინ 40.000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ყავისადმი დამოკიდებულება გენეტიკურია და უფროსი თაობიდან უმცროსს გადაეცემა. ასე რომ, ყავის თაყვანისმცემელი მშობლების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შვილებიც ერთგულად გააგრძელებენ დამკვიდრებულ ტრადიციას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები