წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მაყვალი ჩვენი სილამაზისთვის

ბლოგი:
ივლისი 30, 2012
ავტორი Anika
კენკროვანი ხილი განსაკუთრებით მიყვარს, მგონი, ადრეც მითქვამს თქვენთვის ამის შესახებ: ისინი მრავალი სახოებით არსებობენ და ძალიან ბევრი სარგებელი მოაქვთ ჩვენთვის.

დღეს მინდა მაყვალზე (Blackberry) გესაუბროთ, რომელიც ივლისის თვიდან სექტემბრის ჩათვლით ხარობს - შესაბამისად ეს პერიოდი იდეალურია ცოცხალი მაყვალის სასარგებლო თვისებების სრულად ასათვისებლად. მართალია, დღეს თბილისის სუპერმარკეტებშიც არის შესაძლებელი მთელი წლის განმავლობაში გაყინული მაყვალის შეძენა, მაგრამ ცოცხალი რომ უალტერნატიოვოა სხვა ვარიანტებთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით დიდი დარწმუნება არ დაგჭირდებათ.



გარეგანი მოხმარებით თუ დავიწყებთ, უნდა ითქვას, რომ მაყვლის წვენს, უპირველეს ყოვლისა, სახის კანის გასათეთრებლად იყენებენ. მაყვლის განსაკუთრებული ჯიში, თეთრი მაყვალი კი განსაკუთრებულ ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც კანზე მელანინის პიგმენტის გამომუშავებას ანელებენ. ამიტომაც, თეთრი მაყვლის ექსტრაქტს წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაში პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო პროდუქტების დასამზადებლად.



გარდა ამისა, მაყვლის ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების გამო, მის ექსტრაქტზე ხშირად მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის ამზადებენ სახის საცხებს, მისი წიპწა კი ეფექტურად გამოიყენება სახის კანის პილინგის პროცედურისთივს, რის შედეგადაც სახის კანის იდეალური გაწმენდა და მისთვის ნათელი ფერის დაბრუნება არის შესაძლებელი.

მათ, ვისაც ცხიმიანი კანი სახის კანი აქვთ, შეუძლიათ მაყვლისგან შემდეგი ნიღაბი დაამზადონ: 50 გრამი დაბლენდერებული მაყვალი უნდა შევურიოთ 1/5 ჩაის კოვზ თაფლს და ლიმნის რამდენიმე წვეთს. ეს მასა სახეზე წავისვათ და 15 წუთი დავიტოვოთ, შემდეგ კი ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ.



მაყვალში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, მას ძალიან ხშირად შეხვდებით სახის კანის მოვლის ასაკობრივ ხაზებში. თუმცა, თუ მაყვალს ამავე დანიშნულებით ცოცხლად მოიხმართ და მიირთმევთ, მაშინ თავისუფალი რადიკალების გამოდევნის გარდა, თქვენ ასევე შეძლებთ სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას და ათეროსკლეროზის რისკის შემცირებას.

ბოლოს, არ მინდა გამომრჩეს, რომ მაყვალს თმის მოვლის საშუალებებშიც არანაკლებ წარმატებულად იყენებენ: მაყვალზე დამზადებული თმის კონდიციონერები და ნიღბები თმის ღერის სტრუქტურას აუმჯობესებენ და მათ მტვრევადობას ამცირებენ, მაყვლის შემცველი შამპუნით კი მშრალი და ნორმალური თმის      ღერების კარგად გამოკვება არის შესაძლებელი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები