წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მცენარეული ჩაის სასარგებლო თვისებები

ბლოგი:
მაისი 10, 2016
ავტორი Anika
წელიწადზე მეტია, რაც მწვანე ჩაის ერთგული მომხმარებელი ვარ და დღის განმავლობაში ერთი ფინჯანი წესად მექცა. თუმცა, მცენარეული ჩაის სხვადასხვა სახეობების მიმართ შედარებით გულგრილი ვარ, პერიოდულად გვირილის ან პიტნის ჩაის თუ "შევეთამაშები" ხოლმე. მოკლედ, ამ ამბავში მისაბაძად არ გამოვდგები, ვაღიარებ და მზად ვარ, გამოვსწორდე, ვინაიდან ის სასარგებლო თვისებები, რაც ამ ჩაის სახეობებს გააჩნიათ, ამად ნამდვილად ღირს:

Qi_Lan_Oolong_tea_leaf

1. ულუნის ჩაი (Oolong) - ჩინური შავი ჩაის სახეობაა, რომელიც წონის დარეგულირებაში და კანის პრობლემების შემსუბუქებაში გვეხმარება.

white_tea_cup

2. თეთრი ჩაი - ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემცველობა აქვს. მცირე რაოდენობით შეიცავს კოფეინს. შეუძლია არტერიული წნევის და ქოლესტერინის მაჩვენებლის დაბლა დაწევაში დახმარება.

Cup-of-tasty-rooibos-tea

3. როიბუში - ის ბუნებრივად უკოფეინოა. დადებითად მოქმედებს კანის გაღიზიანებებზე. გააჩნია სიმსივნის საპრევენციო თვისებები.

4. პიტნის ჩაი - იდეალურია ჩემნარი სუსნავის მოყვარულებისთვის: ის მადას თრგუნავს. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და არაჩვეულებრივია მსუყე კვების შემდეგ, ვინაიდან მონელებაში გეხმარებათ.

5. გვრილის ჩაი - გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ძილის წინ მირთმეული ფინჯანი ასეთი ჩაი მშვიდად ძილში დაგეხმარებათ.

6. ბაბუაწვერას ჩაი - ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გააჩნია საპრევენციო მოქმედება თირკმლის კენჭებთან მიმართებაში.

7. დარიჩინის ჩაი - გააჩნია ანტივირუსული მოქმედება. ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ამსუბუქებს ართრიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

hrblemate_1000

8. მატეს ჩაი - გვეხმარება სასუნთქი გზების გახსნაში. ამცირებს იმ ცხიმების რაოდენობას, რომლებიც ქოლესტერინს იწვევენ. არეგულირებს არტერიულ წნევას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები