წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მეგან მარკლის კვების რეჟიმის თავისებურებები

ბლოგი:
ივნისი 28, 2018
ავტორი Anika
სასექსის ჰერცოგინიას თხელი და ლამაზი აღნაგობა ფაქტია, რომ მხოლოდ ხელსაყრელი გენეტიკის დამსახურება არ არის. ვიდრე მეგან მარკლი პრინც ჰარის თანამეცხედრის სტატუსს მოიპოვებდა, რამდენიმე წლის განმავლობაში პირად ბლოგს აწარმოებდა, სადაც მიმდევრებს სხვა თემებთან ერთად, ჯანმრთელი კვების რაციონის, მისი ყოველდღიური რეჟიმის შესახებ უყვებოდა და სასარგებლო რეცეპტებსაც უზიარებდა. დღევანდელ პოსტში მეგან მარკლის კვების ჩვევების და მისი ტრადიციული გასტრონომიული არჩევანის შესახებ გაგიზირებთ ინფორმაციას.


- როგორც თავად ამბობს, დილა მისთვის ტრადიციულად საკმაოდ ადრე იწყება და გამოსაფხიზლებლად, ფინჯანი ყავის ნაცვლად, უპირატესობას ახლადგამოწურული ლიმონის წვენით გაზავებულ ცხელ წყალს ნიჭებს. ასეთი სასმელი დღის განმავლობაში საჭმლის მონელებას უწყობხ ხელს და შესაბასმიად, წონის შენარჩუნებისთვისაც იდეალურია.


- საუზმეზე მეგანი ხშირ შემთხვევაში, წყალზე მოხარშულ შვრიის ფაფას მიირთმევს ხოლმე ბანანთან ერთად, რომელსაც ოდნავ თაფლით ან ნეკერჩხლის სიროფით ატკბობს ხოლმე.

Acai-bowl-MAIN

- საუზმეზე შვრიის ფაფის ალტერნატივად სასექსის ჰერცოგინია ხანდახან ასაის კენკრის სმუზის მიირთმევს, რომელიც ასაის კენკრასთან ერთად, მოცვის, ჟოლოს, მარწყვის, ბანანის, ქოქოსის ფანტელების, ნუშის რძისგან მზადდება და ზემოდან მცირე რაოდენობით ბუნებრივი თაფლი ესხმევა.

- მწვანე წვენი/სმუზი მარკლისთვის დღის აუცილებელი სასმელია. მისი თქმით, სხვადასხვა მწვანე ბოსტნეულისგან მომზადებული ასეთი სმუზი, რომელიც ძირითადად მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულისგან, ავოკადოსგან, ნიახურის ფოთლებისგან, ანანასისგან მზადდება, მას ხშირად ფინჯან ყავასაც უნაცვლებს შუადღის პერიოდში.

-ყავას შეგნებულად არიდებს თავს და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში სვამს.

- სადილზე ერთ-ერთი საყვარელი კერძი მექსიკურ Taco-ს ხრატუნა ფირფიტებში ჩაწყობილი თევზის ფილეა, რომელსაც ზემოდან წიწაკა აქვს მოყრილი და ცოტა ლაიმის წვენი მოსხმული. სადილის ალტერნატივა მისთვის პერიოდულად კარგად მომზადებული საქონლის სტეიკია, რომელსაც განსაკუთრებულად პიკანტური გემოსთვის ლიმონის წვენს აწურავს ზემოდან.

- სასუსნავოდ საუკეთესო არჩევანი მეგანისთვის ნუში და ნუშის კარაქია, რომელიც ადვილად დანაყრების გარდა, უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა - მათ შორის, ძლიერ დადებით ეფექტს ახდებს კანის, თმის და ფრჩხილების სიჯანსაღეზე.

დროებით,

ანიკა

მსგავსი ბლოგები