წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მინიმალური ზიანი - ლამაზი მანიკური

ბლოგი:
ივლისი 10, 2013
ავტორი Anika
ანიკას ბლოგის მკითხველების არ ვიცი და პირადად მე, კვირაში ერთხელ მჭირდება მანიკურის განახლება და კორექტირება. სახლის პირობებში, ინდივიდუალურად უბრალოდ არ გამომდის - ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ლაქის ხარვეზებით გადასმას არ სცილდება, სამწუხაროდ. დამეთანხმეთ, რომ ლაქის ლამაზად და უშეცდომოდ გადასმას დიდი ოსტატობა სჭირდება, რომელიც არაპროფესიონალებს იშვიათად თუ აქვთ. თუმცა, კარგი ხელობის გარდა, ამ საქმისთვის ხარისხიანი მასალაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

აღიარეთ, რამდენი თქვენგანი აკვირდება და სწავლობს იმ ლაქების შემადგენლობას, რომელსაც მანიკურის დროს იყენებთ?! მე ეს არასდროს გამიკეთებია. ამიტომაც, გადავწყვიტე გამოვსწორდე და თავის მოვლის სხვა პროდუქტებთან ერთად ლაქებში შემავალი ინგრედიენტებიც სათანადოდ შევისწავლო საიმისოდ, რომ შეძლებისდაგვარად ნაკლებ ქიმიური პროდუქცია შევარჩიო. სწორედ ასეთ, ნაკლებად “მავნებელ” ლაქებზე მინდა გესაუბროთ დღევანდელ პოსტში - ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც პარაბენს, სულფატებს და ფორმალდეგიდებს არ შეიცავენ.

1f512aa059e31c8ce52964dd2e04c2cc

Deborah Lippmann-ის ლაქებს გელისებური დაფარვა აქვთ და ფრჩხილს არ აზიანებენ. პირველ რიგში, ისინი სხვა ლაქებთან შედარებით უფრო ადვილი მოსაშორებელია და მეორეც, მათ შემადგენლობაში მკვებავი კომპონენტები - ბიოტინი და მწვანე ჩაის ექსტრაქტი შედის. ამაზონზე მათი შეძენა საშუალოდ 15-18 დოლარად არის შესაძლებელი.

25976e0770a97ef1a34b8eaa50f64e9a

Priti NYC-ის უკვე პოპულარული ლაქები ავსტრალიელმა ტოპ-მოდელმა კიმ დამატომ შექმნა ორსულობის დროს: ამ ანგარიშგასაწევ პერიოდში ორგანიზმის ყოველგვარი ტოქსინების წყაროსგან განთავისუფლება გადაწყვიტა და თავისი ხაზის გამოშვება გადაწყვიტა. ეს ლაქები სწრაფად შრება, გამძლეა და ფრჩხილებს სასიამოვნო ბზინვარებას ანიჭებს. მათი საშუალო ღირებულება 10 დოლარია.

7498059c9ee7676cbfd466eac0d0e264

Zoya-ს ლაქების ხაზი ამერიკაში ჯერ კიდევ 1986 წელს შექმნილა და სახელი მას შტატებში ემიგრირებული რუსი პიანისტის, ზოია რეიზისის საპატივცემულად შეურჩიეს, რომელიც გარკვეული პერიოდი მანიკურის სალონში მუშაობდა. ხაზში შემავალი პროდუქცია არ შეიცავს ფორმალდეგიდს, ტოლუოლს, ქაფურას და კიდევ რამდენიმე ისეთ ინგრედიენტს, რომელიც ხარისხიან ჯანმრთელ პროდუქციაში არ უნდა შედიოდეს.

6e5dec3149f0344546816b8a1651ba86

Butter London-ის ლაქების ხაზი ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ისედაც ცნობილია. ბრენდი 2006 წელს შეიქმნა ლონდონში  და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობის მოპოვება შეძლო ვარსკვლევებს შორის. გასულ წელს გვინეტ პელტროუმ ამ ბრენდისთვის სამი ახალი ფერი შექმნა - ნაზი ვარდისფერი, მუქი შინდისფერი და მწვანე.

დროებით,

ანიკა

მსგავსი ბლოგები