წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მითები წონაში კლების შესახებ

ბლოგი:
მარტი 09, 2016
ავტორი Anika
წონაში კლებასა და დიეტასთან დაკავშირებით ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს: ზოგს შიმშილი გვრის შვებას, ზოგი გაძლიერებულ ფიზიკურ აქტივობაში ხარჯავს საკრალურ კალორიებს. მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით რეალობასა და მითებს შორის ზღვარი ძალიან თხელია და ადვილია, შეცდომაში შევიდეთ და არაგონივრულ მითებს დავუჯეროთ. დიეტოლოგები გვირჩევენ, შორს დავიჭიროთ თავი შემდეგი მითებისგან:

- ნახშირწყლები დაუძინებელი მტერია. თუ თქვენ წონაში დაკლება და ჯანმრთელად ყოფნა გსურთ, ამისთვის ნახშირწყლების საკვები რაციონიდან სრულად გაქრობა ნამდვილად არ არის საჭირო. ხილი, ბოსტნეული, თხილეული, პარკოსნები, რომლებიც ნახშირწყლების მნიშვნელოვანი წყაროა, იმავდროულად მდიდარია უჯრედისით და ბევრი სასარგებლო ინგრედიენტით, ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი მიღება.

- ძლიერი ფიზიკურ დატვირთვა. სისტემატური ვარჯიში სასარგებლოა, თუმცა თუ წონაში კლების მიზნით რადიკალურ ზომებს მიმართავთ და გადაწყვეტთ, ასე უცებ ერთ დღეში საათები ვარჯიშში ატაროთ, ასე ორგანიზმს ზედმეტად გადატვირთვის და კუნთების დაზიანების საფრთხეს შეუქმნათ.

fat-chocolate-400x400

- ცხიმი ასუქებს. კვლევები ადასტურებს, რომ ცხიმების შემცველი დიეტა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ისეთი კვების რეჟიმი, სადაც ცხიმი მინიმუმამდეა დაყვანილი. ცხიმი მადას ამცირებს, ხელს უწყობს კალორიების უფრო სწრაფად წვას და ორგანიზმის მიერ ცხიმის შენახვის პრევენციას ახდენს. იდეალურია, შაქრის და გადამუშავებული ნახშიწყლების რაციონიდან ამოღება, დიდი რაოდენობით ბოსტნეულის და ხილის მირთმევა და შემდეგ ცხიმის მიღება (ზეითუნის ზეთის, თხილეულის, ავოკადოს, ცხოველური ცხიმების სახით) ყველაზე ოპტიმალური წონაში კლებისთვის.

skip-meals-400x400

- საკვების გამოტოვება წონაში დაკლებას გაამარტივებს. ყველაზე ცუდი, რაც საკუთარ ორგანიზმს და მადას შეიძლება გაუკეთოთ, საკვების მიღების გამოტოვებაა. საუზმის, სადილის ამოგდებით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დღის მეორე ნახევარში, საღამოსკენ თქვენი მადა და ტკბილეულის წასუსნავების სურვილი ისე მოგეძალებათ, რომ საკმაოდ რთული იქნება მისი გადალახვა.

- ჯანმრთელი ცხიმები შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც მოგესურვებათ. მართალია, ავოკადო, თხილეული და მონოუჯერი ცხიმების შემცველი სხვა პროდუქტები ზომიერად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა გადამეტება არცერთ შემთხვევაში არ არის კარგი წონაში კლების პროცესისთვის.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები