წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მითები ხილისა და ბოსტნეულის შესახებ

ბლოგი:
დეკემბერი 19, 2015
ავტორი Anika
ჯანსაღი კვების და დიეტის შესახებ არაერთი მითი გსმენიათ ალბათ - დღეს სწორედ ყველაზე გავრცელებულ რამდენიმე მითზე მოგიყვებით და ექიმების მიერ მათთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გაგიზიარებთ.

1. მითი N1: დიეტის დროს ხილი აკრძალულია - ზოგადად, თუ წონაში დაკლება გსურთ, დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ ტკბილი ხილის მინიმალური რაოდენობით მიღებას, ვინაიდან ისინი შაქარს შეიცავენ. თუმცა, თუ დიეტას ფიზიკურ ვარჯიშს მიაშველებთ, ასეთ შემთხვევაში მიღებულ ნახშირწყლებს მალე დაწვავთ. ხილში შემავალი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აითვისება, შესაბამისად, ისინი არასდროს ავნებენ ორგანიზმს ისე, როგორც ეს რამდენიმე ჩაის კოვზ რაფინირებულ შაქარს ან ტორტის ციცქნა ნაჭერს შეუძლია.

2. მითი N2: ხილი და ბოსტნეული მხოლოდ ცოცხალი სახით არის სასარგებლო. გაყინულ ხილში სასარგებლო ნივთიერებები ვერ ნარჩუნდება. - ეს სიმართლისგან შორსაა. რეალურად, თერმული დამუშავებისას - მაგალითად, ხარშვისას - სასარგებლო ნივთიერებები უმეტესწილად იკარგება. თუმცა, ხილ-ბოსტნეულის გაყინვას რაც შეეხება, ისინი იმდენად სწრაფად იყინებიან, რომ პროდუქტი გაფუჭებას/დაზინებას ვერც ასწრებს. ამას გარდა, ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ცილები და ფერმენტები ფაქტიურად არ იცვლიან თვისებებს.

10dbb04a3b50d876d96ce0780210cee4

3. მითი N3: დიეტის დროს ტკბილი დესერტი უმჯობესია ხილის ჩირით ჩავანაცვლოთ.  ჩირი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და მასში არ არის წყალი, რის გამოც ის ძალიან კალორიულია. მაგალითისთვის, 100 გრამი ქიშმიში ოთხჯერ უფრო კალორიულია ვიდრე 100 გრამი ყურძენი.

სხვა ტკბილ დესერტს რაც შეეხება, ყველაზე ნაკლებ საზიანო და შედარებით დიეტური კენკრის მუსი და ხილფაფებია.

4. მითი N4: არსებობს ხილი და ბოსტნეული, რომელიც წონაში კლებაში გვეხმარება. მონოდიეტების შესახებ ბევრს გსმენიათ, ალბათ - ეს ის შემთხვევაა, როცა დიეტა ერთი კონკრეტული პროდუქტის მიღებით შემოიფარგლება მხოლოდ. მაგალითად, ვაშლის, საზამთროს დიეტები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი "ღარიბი" რაციონი ორგანიზმისთვის საკმოდ საშიში რამაა, ამიტომაც ნებისმიერი დიეტა მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეძლებისდავარად მრავალფერვან სასარგებლო საკვებს სთავაზობს ადამიანს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები