წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალები

ბლოგი:
ივნისი 05, 2012
ავტორი Anika
თუ იცით, ყველაზე ხშირად დედოფალი შება რას იღებდა ხოლმე საჩუქრად მეფე სოლომონისგან?! ან რისი მეშვეობით ცდილობდნენ მეფე დავითი და რომის იმპერატორი ვესპასიანე თავიანთი ჯანმრთელობის და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას?! მკვდარი ზღვის მარილების მეშვეობით! მეც ახლახანს შევიტყვე ამ ფაქტების შესახებ, თუმცა, დიდად არ გამკვირვებია, იმიტომ რომ მკვდარი ზღვის პროდუქციის შედეგები დღეს საქართველოში უკვე ბევრმა გამოსცადა საკუთარ თავზე. მათ რიგებს ცოტა ხნის წინ მეც შევუერთდი და მინდა გამოცდილება თქვენს გაგიზიაროთ.

ვისაც მკვდარი ზღვის რეალურად ხილვის შესაძლებლობა გქონიათ, დამეთანხმებით, ალბათ, რომ მკვდარი ზღვა “მკვდარს” ნამდვილად არ ჰგავს. გარდა იმისა, რომ მკვდარი ზღვა დედამიწაზე ყველაზე დაბალი წერტილია, ის ყველაზე მარილიან ტბადაც ითვლება მსოფლიოში. თუმცა, მკვდარი ზღვის ყველაზე საინტერესო თვისება მისი წყლის უნიკალური შემადგენლობაა: ის მაგნიუმის, კალციუმის, კალიუმის, ბრომის და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების მაღალ შემადგენლობას შეიცავს. ამიტომაც იყენებენ მას ასე ხშირად თერაპევტული, რევმატოლოგიური თუ დერმატოლოგიური მკურნალობებისას. ყველაზე სასიამოვნო კი მისი გამოყენება სხვადასხვა სპა პროცედურების და კოსმეტიკური დანიშნულებით არის.





AHAVA Natural Dead Sea Mud Body Mud Body Muds – მკვდარი ზღვის 100 პროცენტიანი შავი ტალახი ტანის მოსავლელად. ეს ტალახი იწოვს სხეულის ცხიმს, ჭუჭყს და ტოქსინებს, აცილებს მკვდარ უჯრედებს, რის შედეგადაც ხდება კანის გაჯანსაღება და ის ნათელ ელფერს იბრუნებს.



Dolmen anti-wrinke cream - მკვდარი ზღვის მინერალებით გაჯერებული ეს სახის საცხი ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. ის არამარტო სახის ტენიანობის შენარჩუენაში გვეხმარება, არამედ კანის უჯრედების აღდგენა და ნაოჭების გაჩენის პრეცენეციას შეუძლია.



Jericho Dead Sea Minerals Mud Soap - მკვდარი ზღვის მინერალების და მცენარეული ზეთების შემცველობის დახმარებით, ამ საპონს არაერთი დერმატოლოგიური პრობლემის შემსუბუქება შეუძლია - მას გამონაყარის, ფსორიაზის, როზაცეას და ეგზემას მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას იყენებენ.

ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება რომ გააკეთოთ, სუფთა მკვდარი ზღვის მარილის ყიდვა და აბაზანაში ჩაყრაა - ასეთ აბაზანას ტანის კანისთვის ფანტასტიური ეფექტი აქვს.



მოკლედ, თუ ჯერ არ გამოგიცდიათ, ნამდვილად გირჩევთ, რომ ერთი პროდუქტი მაინც შეიძინოთ მკვდარი ზღვის მინერალების შემცველობით და გამოსცადოთ - გამიხარდება შედეგებს თუ მომწერთ. და ვინაიდან მინერალებზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, რომ ცხელ დღეებში მინერალური ბალანსის შესანარჩუნებლად, “ბაკურიანის” წყაროს წყალი იდეალური არჩევანია - წყლის ბალანსსაც შეინარჩუნებთ და წყურვილსაც მოიკლავთ!

დროებით,

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა









მსგავსი ბლოგები