ბლოგი:
ივლისი 19, 2012
ავტორი Anika
ყველა ჩვენგანს ინდივიდუალური, უნიკალური მეთოდები გვაქვს მაკიაჟთან და თავის მოვლასთან დაკავშირებით, თუმცა პერიოდულად, ვიზაჟისტების მიერ შემოთავაზებული თუ “თავს მოხვეული” რჩევები ხშირად გამოსადეგიც და სასიამოვნოდ მოულოდნელიც შეიძლება აღმოჩნდეს.
დღევანდელ წერილში მინდა ჰოლივუდის ცნობილი ვიზაჟისტების რამდენიმე სასარგებლო რეკომედაცია გაგიზიაროთ, იდეალური მაკიაჟის მისაღწევად.
დაიანა კრიუგერის მსგავსად, ბუნებრივად “შევარდისფრებული” ლოყების მისაღწევად, ვიზაჟისტები თხევადი ფერუმარილის (ე.წ. რუმიანა) გამოყენებას გვირჩევენ: “გაიღიმეთ და მცირე ოდენობით თხევადი ფერუმარილი წაისვით ყვრიმალებზე, შემდეგ კი თითებით კარგად შეიზილეთ”, გვირჩევს ჯესიკა პრინსი.
ვარდისფერი ტუჩსაცხის და მაკიაჟის იდეალური ბალანსის მისაღწევად, ისე როგორც ეს ჯოან სმოლს აქვს, სპეციალისტები გვირჩევენ ნათელ ვარდისფერ ტუჩსაცხს შევუხამოთ გამოკვეთილად მოცულობითი წამწამები (შეგიძლიათ 2-3 ფენა მოცულობის მიმცემი ტუში წაისვათ), ლოყაზე კი გლუვი ფერუმარილი წაისვით, ყოველგვარი ბზინვარების გარეშე. და ბოლოს, წარბებზე, თქვენს ბუნებრივ ფერთან შედარებით ღია ფერის ფანქარი გადაისვით - ვიზაჟისტები გვარწმუნებენ, რომ ასე სასურველი ბალანსის მიღწევას შეძლებთ.
მგონია, რომ ამ ფოტოზე ანია რუბიკს ძალიან ზომიერი smoky eyes აქვს, რას იტყვით?! თანაც 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ყავისფერ ტონალობებში გადაწყვეტილი smoky eyes აქტუალურიც კი ყოფილა. ასე, რომ მსგავსი თვალის მაკიაჟის გაკეთების მსურველებს, შეგიძლიათ ნაზი ყავისფერი თვალის ჩრდილი გადაინაწილოთ ქუთუთოებზე და თვალის გარეთა ნაკეცთან გაჩერდით, შემდეგ თვალის შავი ფანქარი ან “ლაინერი” წამწამების ზედა და ქვედა ნაწილებზე გადაისვით და სულ ეს არის!
რა შეიძლება იყოს ძალიან მუქ წითელ ტუჩებზე გლამურული ნებისმიერ საღამო წვეულებისთვის?! თან გადამეტებული ძალისხმევის გარეშე. უბრალოდ შეარჩიეთ მუქ ალუბლისფერში გარდამავალი წითელი ფერის ტუჩის საცხი, გამოყავით წარბები და სახის კანს გლუვი ელფერი მიეცით. ვარცხნილობის შეხამებისას, ვიზაჟისტები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ თმისთვის ყოველგვარი ზედმეტი მოცულობის მიცემისგან - მინიმალისტურად და სადად.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა