წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მშრალი კანი და ტონალური საცხები

ბლოგი:
აპრილი 06, 2013
ავტორი Anika
ჩვენი სახის კანისთვის იდეალურად მორგებული ტონალური კრემის არჩევა არც თუ ისე იოლი საქმე. ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება, თუ საქმე მშრალი ტიპის სახის კანთან გვაქვს. რა რისკების წინაშე ვდგებით ასეთ დროს?! არასწორად არჩეული ტონალური კრემი შესაძლოა კანზე წესიერად არ შეიწოვოს და შენარჩუნდეს; შესაძლოა მან კანის მშრალ ადგილებზე ხაზი გაუსვას “აქერცლილი კანის ეფექტს”; და კიდევ შესაძლოა კანმა საჭირო დატენიანებაც ვერ მიიღოს ტონალურისგან.

ამიტომაც, მოდით დღეს რამდენიმე ტონალური კრემი დავტესტოთ, რომლებიც მშრალი კანის შემთხვევაში შეიძლება გამოგადგეთ.

Clinique-ის ასაკსაწინააღმდეგო ტონალური საცხი Repairwear Laser Focus All-Smooth Makeup SPF15 ამ ბრენდის სხვა ტონალურების მსგავსად ღია მოვარდისფრო შეფერილობისაა. ამ საცხის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის არამარტო ერთგვაროვანს ხდის სახის კანს, არამედ იდეალურად ნიღბავს კანთან ახლოს განლაგებულ კაპილარებს და მიმიკურ ნაოჭებს. მართალია, საცხის ტექსტურა ძალიან ნაზი და თხელია, რისი წყალობითაც კანი კარგად სუნთქავს დღის განმავლობაში. ამასთან ერთად, ამ ტონალურს საკმაოდ კარგი დაფარვაც აქვს და 8 საათვის განმავლობაში მყარად ძლებს.

Bourjois-Paris_image_305_392

ტონალური საცხი Healthy Mix, Bourjois Paris თავის თავში ტონალურსა და ვიტამინების კოკტეილს აერთიანებს. მასში გარგარის, ნესვის და ვაშლის ექსტრაქტები შედის, რისი წყალობითაც ყოველდღიური გამოყენებისას ის კანს ატენიანებს, ატონიზირებს და ანტიოქსიდანტურ მოქმედებასაც ახდენს მასზე. ტონალურს მსუბუქი ტექსტურა აქვს, დაფარვა - საშუალო, ხოლო მცირე დეფექტებს კი უმალვე ნიღბავს სახეზე.

Vichy_image_305_392

მშრალი კანისთვის განკუთვნილი Vichy-ს ტონალური Aerateint Pure მასში შემავალი თერმული წყლის წყალობით დამატებით კარგად ატენიანებს კანს, რაც მშრალის კანის შემთხვევაში კომფორტის შეგრძნებას მოგგვრით. წინა ტონალურების მსგავსად ესეც თხელი და ნაზი ტექსტურით გამოირჩევა, მაგრამ დაპირებული 12 საათი მყარად ძლებს კანზე.

la-prairie_image_305_392

და ბოლოს, Skin Caviar Foundation, Concealer, La Prairie-ს ბრენდისგან მართლაც რომ ფუფუნების საგანია. ის სახის ტონსაც კარგად ასწორებს, დეფექტებსაც იდეალურად ნიღბავს, კანს ატენიენებს და კვებავს. იმავდროულად აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფაქტორი 15, რაც კანს დაბერებისგანაც ეფექტურად დაიცავს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ქილის თავსახურში მოთავსებულია ე.წ. კონსილერი, აკნესგან მორჩენილი ლაქების ან თველის უპეების სიშავეების შესანიღბად. ტონალურ კრემს სპეციალური ღრუბელიც მოყვება და კორექტორის ფუნჯიც.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები