We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მსოფლიო რეკორდსმენის რჩევები მარათონის სამზადისში მყოფთათვის

_from blog_:
_June_ 22, 2017
_by_ Anika
წყალი ბაკურიანი", როგორც Wings for Life-ის მსოფლიო რბენის პარტნიორი და მხარდამჭერი, 7 მაისს, 15:00 საათისთვის, კახეთში, ლოპოტის ხეობაში დაგეგმილი რბენისთვის თქვენთან ერთად ემზადება და ამიტომაც, პერიოდულად სასარგებლო რჩევებს გიზიარებთ, რომელიც სამზადისის პერიოდში დაგეხმარებათ. დღევანდელ პოსტში, შორ მანძილზე სირბილში მსოფლიო რეკორდსმენის პოლა რადკლიფის რეკომენდაციებს გაგიზიარებთ.

1. მარათონისთვის მზადებისას ყველაზე ხშირად რა ტიპის საკვებს მოიხმარს:

- ბასმატის, ჟასმინის ან სხვა სახეობის ბრინჯი იდეალურია მარათონისთვის საჭირო ენერგიით აღსაჭურვად - ხორბალთან შედარებით უპირატესობას ბრინჯს ანიჭებს. შვრიის ფაფაც კარგი არჩევანია.

- ხშირად გარბენამდე ერთ ცალ საშუალო ზომის ბანანს მიირთმევს. ზოგჯერ ჩანთაში ინახავს და გარბენის დასრულების შემდეგ მიირთმევს.

- თხილეული, განსაკუთრებით კი ნუში იდეალურია ვარჯიშის შემდგომ, ამიტომაც ერთი მუჭა ნუშს, თუნდაც მოხალულს და ოდნავ მარილიანს, ყველას ურჩევს.

- მნიშვნელოვანია თევზით მდიდარი კვება, ვინაიდან თევზი ომეგას ცხიმების არაჩვეულებრივი წყაროა.

- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შავი შოკოლადი: ის ბიოფლავონოიდებს და მცირე ოდენობით რკინასაც შეიცავს.

paula_200

2. მარათონისთვის მზადებისას ყოველდღიურ ცხოვრების სტილში რა სახის ცვლილებებს გვირჩევს?

- მეტი წყალი და მეტი დატენიანება. "ოქროს წესის" თანახმად, მარათონისთვის მზადებისას, თუ თქვენ ყოველდღიურად ვარჯიშობთ, დღიურ ნორმაზე ერთი ლიტრით მეტი წყალი უნდა დალიოთ.

- დიდი ოდენობით მიიღოთ ცილები და ასევე ნახშირწყლებიც.

- ძილის რეჟიმი დაარეგულიროთ ისე, რომ დეფიციტს არ განიცდიდეთ და ძალების აღდგენა უფრო ადვილად შეძლოთ.

3. მარათონის დღეს, ენერგიის შესანარჩუნებლად პოლა ნახშირწყლებით მდიდარ სასმელს და ე.წ.

_OTHER BLOGPOSTS_