ბლოგი:
თებერვალი 23, 2017
ავტორი Anika
მუცლის ზონა ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია წონაში კლების და ფორმაში ჩადგომის პროცესში - მისთვის უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და ყველაზე რთული აქ ჩაგროვილი ცხიმის მოცილებაა. როგორც სხეულის აგებულების და ფორმების მიხედვით ყველა ადამიანს განსხვავებული და მასზე მორგებული სავარჯიშო რუტინა ესაჭიროება, ასევეა მუცელიც - მისი ფორმის მიხედვით, შეგვიძლია ყველაზე ოპტიმალური და მაქსიმალური ეფექტის მქონე ვარჯიშები და ტაქტიკა შევარჩიოთ. რას გვირჩევენ გამოცდილი ფიტნეს-ინსტრუქტორები?
პირველი ტიპი - "სათადარიგო საბურავი" (როგორც ზემოთ ფოტოზეა მოცემული) - მეტწილად იმ ადამიანებში გვხვდება, ვინც მინიმალურად არის ფიზიკურად აქტიური და დიდი ოდენობთ ტკბილეულს მიირთმევს. თუმცა, მუცლის ეს ტიპი ყველაზე ადვილად "მოსარჯულებელია": მინიმუმამდე დაგვყავს ალკოჰოლის მოხმარება; ვაკონტროლებთ კვების რაციონს ისე, რომ მასში შევამციროთ საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული და გავზარდოთ თევზეულის, თხილის, ჯანსაღი ცილების რაოდენობა. ვარჯიშს რაც შეეხება, ოლიმპიური მარათონი არ მოგვეთხოვება: ხანგრძლივი ფეხით სიარული და ყოველდღიურად რამდენიმე წუთის განმავლობაში "პლანკას" შესრულება სრულიად საკმარისი იქნება.
მეორე ტიპი - "სტრესი" - ეს კატეგორია ხშირ შემთხვევაში იმდენად დაკავებული სამსახურებრივი თუ საქმიანი გრაფიკის გამო, რომ ჯანსაღი, დაბალანსებული კვებისთვის დრო არ რჩება. ეს კი, თავის მხრივ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს. "სტრესული მუცლის" შემთხვევაში ჭარბი წონა და ცხიმი მუცლის ზონაში, ჭიპის ირგვლივ ლაგდება და მუცელი ასეთ დროს მკვრივი და მყარია. როგორ ვუშველოთ მას? ჰორმონალური ბალანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროულად დაძინება ღამით (ლეპტინის ჰორმონი მადის და ნივთერებათა ცვლის რეგულირებაში გვეხმარება); შეძლებისდაგვარად დავისვენოთ და ორგანიზმს განმუხტვის შესაძლებლობა მივცეთ; ყავა პერიოდულად მწვანე ჩაით ჩავანაცვლოთ; იოგა, მედიტაცია, სარელაქსაციო აბაზანა; დიდი ოდენობით მუქი მწვანე შეფერილობის ბოსტნეული და სალათის ფოთლები და მარცვლეული.
მესამე ტიპი - ამ შემთხვევაში, შესაძლოა აქტიურადაც ვარჯიშობდეთ და კვებასაც აკონტროლებდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არასწორედ იყოს შერჩეული. ამ "პატარა პრობლემის" მოსაგვარებლად დაგვჭირდება: უჯრედისით მდიდარი კვება; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და ცეხვილი მარცვლეული; ყოველდღიურად სხვადასხვა კუნთების ზონაზე ორიენტირებული სავარჯიშოების შესრულება, რომელსაც სათანადოდ შეარჩევთ ინსტურქტორთან ერთად.
მეოთხე ტიპი - "დედის მუცელი" - ამ კატეგორიაში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ორსულობა-მშობიარობა გამოვლილი დედები შედიან. მუცლის ფორმაში მოსაყვანად, სპეციალისტები შემდეგს გვირჩევენ: თევზის ცხიმის საკვებ რაციონში ჩართვა - ექიმის მიერ დანიშნული საკვები დანამატის სახით; ყოველდღიურად სასარგებლო ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება როგორიცაა თხილეული, ზეთი, ზეთისხილი; კეგელის სავარჯიშოების კეთება 15-20 გამეორება დღეში საშუალოდ 5-ჯერ; თავი შეიკავეთ ჩაჯდომების შესრულებისგან; და ყველაზე მთავარი - ძილის წინ აკეთეთ სისტემატურად გაწელვები, რაც ცხიმების წვას შეუწყობს ხელს.
მეხუთე ტიპი - "შებერილი მუცელი" - მიირთმევთ ისეთ საკვებს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი ვერ იტანს. დააკვირდით: ხორბალი, გლუტენი, ალკოჰოლი, საფუარი, რძის პროდუქტები - შესაძლოა ნებისმიერი ჩამოთვლილის მიმართ გქონდეთ აუტანლობა. ვიდრე ძვირადღირებულ გამოკვლევას გაიკეთებდეთ, სცადეთ, თავად გამორიცხოთ სათითაოდ ისინი საკვები რაციონიდან და დააკვირდით; გაამდიდრეთ კვება ბოსტნეულით, ცილებით, თევზით; ისაუზმეთ ნოყიერად, სადილი კი ვახშამი ზომიერი ულუფებით მიირთვით; დაძინებამდე 4 საათით ადრე მიიღეთ ბოლო საკვები; ყოველ 3-4 საათში ერთხელ მსუბუქად წაიხემსეთ. ჯანსაღი კვება მკვრივი მუცლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა