We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მულტინიღაბი როგორც ახალი ტენდენცია

_from blog_:
_October_ 16, 2015
_by_ Anika
მულტინიღაბი სილამაზის ინდუსტრიის სიახლეა, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც სახელოდებიდან მიხვდით ალბათ, საუბარია ერთდროულად სახის სხვადასხვა მონაკვეთზე რამდენიმე, განსხვავებული ნიღბის გამოყენებაზე, რაც საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო რეზულტატს იძლევა. ამ პროცედურას საკმარისი ლოგიკა გააჩნია: თვალის ქვედა ქუთუთოზე არსებულ შეშუპებას, T ზონის ჭარბ ცხიმიანობას და სახის მშრალ მონაკვეთებს ერთი უნიკალური ნიღბით ვერ გავუმკლავდებით, ამიტომაც, გაჩნდა მულტინიღბის საჭიროება.

დერმატოლოგები ამ სიახლეს დადებითად აფასებენ, თუმცა გაფრთხილებასაც იძლევიან, რომ რაც უფრო მეტი სახეობის ნიღაბია სახეზე, მით უფრო მეტია ალერგიების შანსი, ამიტომაც, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს. კოსმეტოლოგები გვირჩევენ, ნიღბები სათითაოდ გამოვცადოთ კანზე, დავაკვირდეთ ალერგიულ რეაქციას და უკვე შემდეგ გადავიდეთ მულტინიღბის ტექნიკაზე.

მაინც, რა ტიპის ნიღაბი გვესაჭიროება სახის კონკრეტული ზონისთვის?

450@590@6116ddff85a0484e2ffa97f7ae8935a0-MTllYTAwMjAyYQ

T ზონის შემთხვევაში, კოსმეტოლოგები ნახშირის ან სალიცილის მჟავის (ბეტა-ჰიდროქსის მჟავა) შემცველ ნიღაბს გვირჩევენ, რომელიც იდეალურია სახის ინ მონაკვეთისთვის, სადაც შავი წერტილებია შესამჩნევი: ასეთი ნიღაბი ფორების გახსნაში და დაბინძურების გარეთ გამოტანაში გვეხმარება.

450@590@74f0b43972011f2ca6a33e88b4c59d83-ZjI5N2UwZWIxMw

თვალის ირგვლივ არსებული წვრილი ნაოჭების გასასწორებლად და თხელი კანის გასამკვრივებლად კოსმეტოლოები რეტინოლის შემცველ ნიღაბს გვირჩევენ. ამ ზონისთვის განკუთვნილი ნიღბები, როგორც წესი, გაცილებით მსუბუქი და თხელია, ვიდრე სახის დანარჩენი ნაწილისთვის გამიზნული მოვლის საშუალებები, ასე რომ სახის ნიღბებს თვალის ირგვლი, როგორც წესი, არასდროს ვიყენებთ.

450@590@dd05e59318e6474336dc13258f0cb1f3-MjdjYjYwZDIwYQ

რაც შეეხება, ლოყების და ყვრიმალის ზონას, აქ კოსმეტოლოგები C ვიტამინის, პეპტეიდების და ასაკსაწინააღმდეგო კომპონენტებით დამზადებულ ნიღბებს გვირჩევენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფოტოდაბერების კვალი სწორედ ამ ზონებშია ყველაზე შესამჩნევი. ზემოთჩამოთვლილი კომპონენტები კი პიგმენტურ ლაქებთან გამკლავებაში გვეხმარებიან, აღადგენენ კანს ულტრაიისფერი სხივების შედეგად დაზიანების შემდეგ და ეფექტურად ებრძვიან კანის ელესტიურობის დაკარგვას და მცირე ნაოჭებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_