We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მუქი ტუჩსაცხი როგორც შემოდგომის მნიშვნელოვანი ტენდენცია

_from blog_:
_September_ 16, 2016
_by_ Anika
სილამაზის - ე.წ. ბიუთი - სეზონურ ტენდენციებზე ამ თვეში ჯერ არ გვისაუბრია, ამიტომაც დღევანდელი პოსტი სწორედ ამ სიახლეებს დაეთმობა, უფრო სწორად, ერთ-ერთ მათგანს - მუქ ფერში გამოკვეთილ ტუჩებს.

ჩამუქებული, თითქმის შავი, ძალზე ძალიან მუქი ფერის ტუჩსაცხი ამ სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა. გასაკვირი არც უნდა იყოს, ვინაიდან ამ მარტივი მანევრით ძალიან შთამბეჭდავი და მომნუსხველი ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი. ჩემი მინიშნების გარეშეც მიხვდებით, ალბათ, რომ ეს დღის ნათელი მონაკვეთისთვის განკუთვნილი ელემენტი არ არის, ნუ, თუ მერლინმენსონის ფანობაზე არ გაქვთ პრეტენზია - კლასიკური გაგებით, მოშავი ტუჩსაცხი საღამოს მაკიაჟის ნაწილია და ამაზე აღარ ვიკამათოთ, დანარჩენი უკვე გემოვნების ამბავია.

400x600_1_743dca7523fc907cb435c768f886562d@1159x1739_0xc0a839a2_3084189481472738695

მოშავო ტუჩსაცხის შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ გამოკვეთილი ტუჩების შემთხვევაში თვალის მაკიაჟი და რუჟი უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, არაფერი ზედმეტი. შიშველი - ე.წ. "nude" - მაკიაჟი აქ იდეალური იქნება.  ვიზაჟისტები გვირჩევენ, ამ დროს ტუჩების გარდა  წარბების (ფანქრით ფორმის მიცემა ან ფერის კორექტირება) და წამწამების (მარტივი ტუშის მანევრი) გამოკვეთას, სხვა ყველაფერი კი მშვიდ რეჟიმში შევინარჩუნოთ. თუ ეს კომბინაცია მაინც არ არის თქვენთვის საკმარისი, შეგიძლიათ სულ ოდნავ ბუნებრივი ფერის რუჟი გადაისვათ ყვრიმალებთან, არა ვარდისფერი, არა ატმისყვავილისფერი, არამედ ძალიან ბუნებრივი ფერი - ეს ჩამუქებულ ტუჩის ზონას ერთგარად შეკრავს და ერთიანობაში ლამაზი იქნება.

ნაკლებად გამბედავებმა ამ ვერსიის შედარებით მსუბუქი ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ: ამ შემთხვევაში ტუჩსაცხიც მცირე რაოდენობას ძალიან მსუბუქად ვისვამთ ტუჩზე, უფრო სწორად ოდნავ შეხების მოძრაობით თითებით ვაძლევთ ფერს ტუჩებს, წასმა-გადასმის მოძრაობის გარეშე. ასე ტუჩი ზომიერ ფერს მიიღებს, ზედმეტი ჩამუქების გარეშე.

ვიზაჟისტები გვირჩევენ, გრაფიკული მაკიაჟის შემთხვევაში, ტუჩის ფუნჯი გამოვიყენოთ, გამოკვეთილად ძლიერი ეფექტის მისაღებად კი ტუჩების კონტურის გაყოლებაზე კონსილერი შეგიძლიათ წაისვათ.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_