წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მწვანილი ჩვენი არსობისა

ბლოგი:
ივნისი 29, 2016
ავტორი Anika
მწვანილს ქართულ სამზარეულოში საკმაოდ ინტენსიურად მოვიხმართ და ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება არც იცის,  გასტრონომიული სიამოვნების გარდა, რა სარგებელი შეიძლება ქონდეს ამა თუ იმ სახეობას. დღეს რამდენიმე ყველაზე პოპულარულ მწვანილზე მოგიყვებით:

ოხრახუში - ჩემი შვილების პირველი ბოსტნეული წვნიანის განუყრელი ინგრედიენტი, კამასთან ერთად. ოხრახუში მდიდარია C და K ვიტამინებით და რკინის შემადგენლობით ორჯერ აღემატება ისპანახს. გამოიყენება როგორც კუჭ-ნაწლავის დამხმარე საშუალება, აქვს ორგანიზმის დეტოქსიკაციის ფუნქცია, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას. დაუმატეთ ოხრახუში სალათებსა და სმუზებში, ხორცის და თევზის კერძები კი წვრილად დაჭრილი ოხრახუშით გაალამაზეთ.

ქინძი - ცნობილია დეტოქსიკაციის თვისებების გამო, კერძოდ, მას ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდევნის  უნარი აქვს. ძირითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავისა და საშარდე სისტემაზე მას გააჩნია მადის რეგულირების და მეტეორიზმის მოხსნის შესანიშნავი უნარი. ამის გარდა, ქინძი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, ამიტომაც იყენებენ მას ხშირად გაწმენდის პროგრამებში. ქინძის გამოყენება ქათმის და თევზის კერძებთან არის რეკომენდებული, ასევე სხვადასხვა ტიპის ჩაშუშულ ბოსტნეულის კერძში.

პიტნა - არომატი ნამდვილად გამორჩეული აქვს. ძალიან კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, ამშვიდებს მუცლის დისკომფორტს, პიტნის ჩაი კი იდეალურია მძიმე სადილის შემდეგ. პიტნა ანტიოქსიდანტებითაც მდიდარია და თავის ტვინთან მიმართებაში მასტიმულირებელი ეფექტი გააჩნია: აძლიერებს მეხსიერებას და კონცენტრაციას. ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნოა პიტნის ჩაის მირთმევა, თუმცა პიტნა სალათებსა და სმუზებშიც შეგვიძლია დავამატოთ.

bazilik 2

ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული ბაზილიკი რეჰანის ერთ-ერთი ქვე-სახეობაა. მისი მონათესავეა იისფერი რეჰანი და ის შედარებით ნაზი არომატით ხასიათდება. ნედლ მცენარეში ბევრი A ვიტამინია, ასევე შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, რკინას. მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ამიტომაც ადვილად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ბაზილიკი მარტივად ნებისმიერი ტიპის სალათს შეგვიძლია დავუმატოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები