წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მზადება მსოფლიო რბენისთვის - Wings for Life 2016

ბლოგი:
აპრილი 11, 2016
ავტორი Anika
წყალი "ბაკურიანი", როგორც მსოფლიო რბენის ყოველწლიური მხარდამჭერი და პარტნიორი, თავისი ბლოგის მეშვეობით სპეციალისტების, რბენაში გამოცდილი პროფესიონალების რჩევებს და რეკომენდაციებს გიზიარებთ დიდი დღისთვის მოსამზადებლად. დღევანდელ პოსტში ნეიროქირურგ ბუბა შალამბერიძის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

მისასალმებელია, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავებული რეგულარულად აქტიური სპორტით, აპირებენ მონაწილების მიღებას მსოფლიო რბენაში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.  მინდა გითხრათ,  რომ ეს მარათონი იქნება სერიოზული ფიზიკური დატვირთვა, შესაბამისად   როგორც ექიმმა მინდა გავამახვილო ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე, რომელიც მონაწილეების უსაფრთხოებისკენ არის მიმართული. პირველ რიგში, მონაწილეებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება - დიაბეტი, სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა პრობლემა, აწუხებთ ჭარბწონიანობა, ფრთხილად მოეკიდონ დიდ დატვირთვას. სასურველია, რომ წინასწარ გაიარონ კონსულტაცია ექიმთან,  საჭიროების შემთხვევაში გადაიღონ ელექტროკარდიოგრამა.


315@415@f958357082e59af5a3e15d9e50f9a7d7-MzYxNDk0M2MzMw


ვინც აპირებს შორ მანძილზე ირბინოს, კარგი იქნება, რომ ასევე გაიარონ დატვირთვის ტესტი.  არსებობს მარტივი ტესტი იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ექიმთან ვიზიტის გარეშეც გაიგოს რამხელა დატვირთვა არის მისთვის მისაღები. თუმცა ვიმეორებ ეს ტესტი არ ცვლის ექიმის კონსულტაციას,   ტესტის მიზანია -გამოვთვალოთ სამიზნე გულის ცემა, ეს ყველას შეუძლია, ე.წ. ,,კარვონენის’’ ფორმულის მიხედვით. რიცხვს 220-ს უნდა გამოვაკლოთ ჩვენი წონა და მიღებული რიცხვი არის ის მაქსიმალური გულის ცემის სიხშირე,ფორმულის გამოთვლა-უნდა ვიცოდეთ  ჩვენი ნორმალური გულის ცემა ანუ მოსვენების გულისცემა. დილით, გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ გაიზომოთ გულისცემა, 10 წუთის შუალედით რამდენჯერმე, რომ გამოიყვანოთ საშუალო რიცხვი. შემდეგ თქვენს მაქსიმალურ გულის ცემას უნდა გამოაკლოთ მოსვენების გულის ცემა, შემდეგ ვიღებთ ამ მონაცემის 50% და მიღებულ რიცხვს ისევ ვუმატებთ მოსვენების გულის ცემის რაოდენობას - ეს იქნება ქვედა ზღვარი. თუ ავიღებთ 85% პროცენტს, მივიღებთ ზედა ზღვარს. ეს არის ის შუალედი, რომელიც არის დასაშვები თქვენი გულის დატვირთვისთვის. ამ ტესტს არ სჭირდება ექიმი, ძალიან მარტივად არის გასაკეთებელი და რბენის მონაწილეებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად ჩაიტარონ.


რბენამდე დარჩენილი დროში უმჯობესია ვივარჯიშოთ, რომ ჩავდგეთ სასურველ ფიზიკურ ფორმაში,  უშუალოდ რბენის წინა დღეებში, დაზოგეთ თავი, დაისვენეთ, არ გადაიღალოთ, არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი, შეზღუდეთ ან შეამცირეთ თამბაქოს მოხმარება, მივიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები.


არ გამოგრჩეთ ადგილზე "ბაკურიანის" წყლის მიერ საგანგებოდ მოწყობილი ზონები: სირბილის დაწყებამდე ჩვენი ინსტრუქტორები გასახურებელი, ხოლო რბენის დასრულების შემდეგ კი გამაგრილებელი ე.წ. cool-down ვარჯიშების ჩატარებაში დაგეხმარებიან.


წარმატებებს გისურვებთ!


ანიკა

მსგავსი ბლოგები