We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მზის მისალმება: დღის საუკეთესო დასაწყისი

_from blog_:
_December_ 16, 2015
_by_ Anika
სანსკრიტის ენაზე მზის მისალმებას სურია ნამასკარი ეწოდება და იოგას მიმდევრებისთვის ის დღის აუცილებელი შემადგენელია: დილა ნამასკარით იწყება და ის პოზიტიური დღის წინაპირობაა. იდეალურ ვარიანტში მზის მისალმება მზის ამოსვლასთან ერთად სრულდება - ლოგიკურია - თუმცა, ბევრისთვის ეს არარეალური სცენარია, განსაკუთრებით ზამთრის დღეების პირობებში, ამიტომაც, მზის მისალმებას გაღვიძების შემდეგ ასრულებენ. რეგულარული ვარჯიშის გამოცდილების მქონე ადამიანების თქმით, მზის მისალმების მოძრაობების (ასანების) შესრულების შემდეგ თავს მშვიდად, იდეალურად ფხიზლად გრძნობენ და გონება დადებითი ფიქრებით ევსებათ - დილისთვის მეტი არც უნდა იყოს საჭირო.

მოკლედ, მზის მისალმების შესასრულებლად სულ რამდენიმე წუთის გამონახვა დაგჭირდებათ, ასანებს კი დღვანდელ პოსტში გაგაცნობთ.

good-morning-yoga-400x400

1. დამდგარ პოზაში ხელის გულებს ერთმანეთს მივადებთ და გულმკერდის ცენტრში დავიჭერთ. თვალებს ვხუჭავთ და კონცენტრაცია სუნთქვაზე გადაგვაქვს.

good-morning-yoga-2-400x400

2. 3-5 სუნთქვის შესრულების შემდეგ, ჩავისუნთაქვთ და ხელებს თავს ზემოთ ავწევთ, შესაბამისად მივაყოლებთ მზერასაც ხელების მიმართულებით.

good-morning-yoga-3-400x400

3. ამოსუნთქვაზე ხელებს გავშლით გვერდზე, მხრების გაყოლებაზე და შემდეგ ნელა დავუშვებთ ქვემოთ, მაქსიმალურად მივუახლოვებთ ფეხებს.

good-morning-yoga-4-400x400

4. ჩავისუნთქავთ, მარჯვენა ფეხს უკან გადავდგამთ და იატაკზე გავასწორებთ, როგორც ეს ზემოთ ფოტოზეა მოცემული. ხელებს ნელი მოძრაობით თავს ზემოთ გავასწორებთ, მაქსიმალურად გავშლით გულმკერდს. მზერა ამ ჯერზეც ხელების მიმართულებითაა.

good-morning-yoga-5-400x400

5. ამოვისუნთქავთ, ხელებს ვათავსებთ იატაკზე მხრების გაყოლებაზე ქვედა მიმართულებით და ვეყრდნობით მუხლებს. წელის ნაწილი ჩაზნექილია.

good-morning-yoga-6-400x400



6. ნელი მოძრაობით გადავდივართ ტერფებზე, წინ მყარად ვეყრდნობით ხელებს და ზურგს მაქსიმალურად ვასწორებთ. ამ ასანაში ვჩერდებით 5 სუნთქვა.

good-morning-yoga-7-400x400

7. მარჯვენა ფეხს გადავდგამთ მხრის წინ, ხელებს ისევ ზემოთ ავწევთ. ამის შემდეგ მარცხენა ფეხს უკნიდან წინ წამოვიღებთ და მარჯვენა ფეხის გვერდით დავდგამთ და ისევ იატაკისკენ დავიხრებით მთელი ტანით, როგორც ეს მე-3 ასანაში იყო. ჩავისუნთაქვთ და ხელებს თავს ზემოთ გავასწორებთ, ამოსუნთქვაზე კი გულმკერდის ცენტრში ჩამოვიტანთ, როგორც პირველ ასანაში.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_