We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მზის შემცვლელი D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

_from blog_:
_November_ 23, 2017
_by_ Anika
მზე D ვიტამინის უმთავრესი წყარო რომაა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ეს ვიტამინი კი, თავის მხრივ, კოლაგენის გამომუშავებას უწევს სტიმულირებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმში კალციუმის დონეს არეგულირებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა-ზამთარი ჩემი საყვარელი სეზონია, მის ერთ დიდ მინუსს ვაღიარებ: მზის და შესაბამისად D ვიტამინის ნაკლებობას. ლამაზად გარუჯულ კანზე არ ვდარდობ, ამ მნიშვნელოვან ვიტამინს მოკლებული ორგანიზმის სტრესს ვგულისხმობ, რომლის შესავსებად ალტერნატიული გზების ძიება გვჭირდება. ყველაზე ჯანსაღი და ოპტიმალური გზა ამ ვიტამინის დეფიციტის შესავსებად ცივ სეზონზე D ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მირთმევაა, რომელთა ჩამონათვალსაც დღევანდელ პოსტში გაგაცნობთ.

ორაგული - ორაგულის საშუალო ზომის ულუფა დაახლოებით 361-დან 685 ერთეულ D ვიტამინს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ულუფა ორაგულის მირთმევით თქვენ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას - 600 ერთეულს მიიღებთ.

სკუმბრია - ორაგულის მსგავსად, სკუმბრიაც D ვიტამინის არაჩვეულებრივი წყაროა - 360 ერთეული ერთ ულუფაზე. ამას გარდა, თევზის ეს სახეობა შეიცავს დიდი ოდენობით მინერალებს, მიკროელემენტებს და ომეგა-3 ცხიმ-მჟავებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ და ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აძლიერებენ.

თინუსი - ერთ ულუფა თინუსში D ვიტამინის საჭირო დღიური ოდენობის დაახლოებით მესამედია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ოკეანის თევზი და მოლუსკები ხშირ შემთხვევაში, შეუძლება მძიმე მეტალებს შეიცავდეს, რაც ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნებელია.

კვერცხი - ერთ კვერცხის გულში დაახლოებით 30 ერთეული D ვიტამინია. მართალია, ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაგრამ სამაგიეროდ, კვერცხი იმავდროულად ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით და მინერალებითაა მდიდარი.

სოკო - ის D ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა: ერთ ულუფაში დღიური ნორმის დაახლოებით 18% შედის, ამიტომაც ამ ვიტამინის მარაგის შესავსებად მხოლოდ სოკოს იმედად ყოფნა არ იქნება რაციონალური.

კრევეტები - ეს ზღვის პროდუქტიც იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც მზის ვიტამინის ნაკლებობის შევსება სურს და თან წონასაც აკონტროლეს: კრევეტების ერთი ულუფა დაახლოებით 152 ერთეულ D ვიტამინს შეიცავს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_