We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

მზისგან დამცავი საკვები პროდუქტები

_from blog_:
_May_ 15, 2013
_by_ Anika
სათაურში არაფერი შემშლია - დღეს ნამდვილად იმ საკვებ პროდუქტებზე, უფრო სწორად, ხილზე და ბოსტნეულზე მოგიყვებით, რომლებიც მზის სხივების  მავნე ზემოქმედებისგან იცავენ ჩვენს კანს. ვფიქრობ, ეს პოსტი განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესო, ვინც მზისგან დამცავ კოსმეტიკურ პროდუქტებს დიდად არ წყალობს და გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, მზის ყველაზე აქტიურ პერიოდში, სახლიდან "დაუცველი" გადის.



მოდით დავიწყოთ პომიდვრით, რომელიც ყველაზე “ნატურალურ” მზისგან დამცავ საშუალებად მიიჩნევა. კვლევები ადასტურებენ, რომ ის ქალები, რომლებიც სისტემატურად იღებენ პომიდორს (ცოცხალი და ტომატ-პასტის სახით) გაცილებით დაცული არიან მზის სხივების რადიაციული დასხივებისგან. საქმე კი იმაშია, რომ პომიდორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ისეთი ანტიოქსიდანტისა, როგორიც ლიკოპენია, ეს უკანასკნელი კი მზისგან ხანგრძლივად დაცვაში გვეხმარება.

foods-carrots

ცოტა ხნის წინ კორეაში ჩატარებული კვლევის თანახმად, სტაფილო არა მხოლოდ მზის მავნე ზეგავლენისგან დაცვაში გვეხმარება, არამედ უკვე დაზიანებული კანის უჯრედების აღდგენის საქმეშიც საუკეთესო დამხმარეა. ამიტომაც, შეეცადეთ, სტაფილო თქვენი რაციონის განუყოფელ ელემენტად აქციოთ, ცოცხლად, ორთქლზე მომზადებული თუ ოდნავ მოთუშული სახით.

foods-sweet-pots

სტაფილოს მსგავსად, ტკბილი კარტოფილიც ბეტა-კაროტინის უმთავრესი წყაროა. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ საკვებ რაციონში მათაც თავიანთ ადგილს მივუჩენთ: ჩვენებურად, ზეთში შემწვარ-მოხრაკული სახით კი არა, არამედ გრილზე ან ღუმელში გამომცხვარი სახით, მცირეოდენი ზეითუნის ზეთის, მარილის და სასურველი სუნელების დამატებით.

foods-watermelon

ანტიოქსიდანტი ლიკოპენი (პომიდორი რომ შეიცავს) გაწითლებისგან გვიცავს - მზეზე წოლისგან გაწითლებულ კანს ვგულისხმობ. მას კი პომიდვრის გარდა, ბევრისთვის საყვარელ საზამთროშიც ვხვდებით. ასე, რომ ზაფხულის პერიოდში ნუ იტყვით უარს საზამთროს კარგ ულუფაზე.

foods-strawberries

მარწყვი, ფორთოხალი და კივი - C ვიტამინით მდიდარი ეს სამი ხილი სიმსივნური უჯრედების გამრავლებასთან მებრძოლ საუკეთესო პროდუქტებად არის მიჩნეული. ცე ვიტამინი, თავის მხრივ, იდეალურია თავისუფალი რადიკალების დასაბლოკად, რომელთან ჩვენი ორგანიზმი მზის სხივებისგან მიღებული დაზიანების საპასუხოდ გამოიმუშავებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_