We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ნაოჭსაწინააღმდეგო საცხები - გვწამდეს თუ არა?!

_from blog_:
_February_ 12, 2013
_by_ Anika
ასაკსაწინააღმდეგო საცხებით პირველად როდის დაინტერესდით? 21 წლის თუ 29 წლის ასაკში? და პირველი იმედგაცრუება როდის განიცადეთ, კონკრეტული ეფექტის მოლოდინი რომ გაქვს და ამ დროს არც არაფერი რომ არ ხდება?! კოსმეტოლოგს თუ მოუცია თქვენთვის რჩევა, რამე განსაკუთრებული და რადიკალური რომ გეცადათ? გაღიმებისას თვალსების ირგვლის ჩაწყობილი “ბატის ნაფეხურები” არც თუ ისე იმედისმომცემი შესახედია.

ნაოჭებს რომ მხოლოდ ასაკის მატება არ იწვევს, ეს რა ხანია უკვე ჩვენთვის ცნობილია. სტრესი, სიგარეტი, გამონაბოლქვი, მზე, ყინვა და სხვა გარეშე ფაქტორები პირველ რიგში სწორედ რომ ჩვენი სახის კანის მდგომარეობაზე აისახება, პირველი ნაოჭების სახით. ეს ნაოჭები ნაადრევადაც, 30 წლამდეც კი შეიძლება გამოჩნდნენ, გააჩნია რამდენად ინდობთ საკუთარ სახის კანს. ასეთ დროს, სხვადასხვა ასაკსაწინააღმდეგო ეფექტური საცხების თუ შრატების გამოყენებას ვიწყებთ, რისი შედეგიც რიგ შემთხვევაში მანუგეშებელია, რიგ შემთხვევაში კი სულაც არა. ამ უკანასკნელი წინაპირობის არსებობისას კი ბევრი ჩვენგანი რადიკალური მეთოდების არჩევანის წინაშე შეიძლება აღმოჩნეს, ისეთების როგორიცაა ლაზერი, სკალპელი ან ინექციები.



ამიტომაც, ბოლო წლებში სულ უფრო თავგანწირვით იღწვიან სხვადასხვა წამყვანი კოსმეტიკური ფირმები, რომ ამ ინექციების და ლაზერის არაინვაზიური, მარტივი ალტერნატივა გამოიგონონ და შესთავაზონ მომხმარებელს. ცოტა ხნის წინ, L’oreal-ის კომპანიამ მრავალწლიანი კვლევების შედეგი წარუდგინა საზოგადეობას: სახის მოვლის საშუალებების ხაზი, რომელიც ფრაქციული ლაზერის მსგავსად კანის ყველაზე ღრმა შრეებში აღწევს და ქსოვილების რეგენერაციას და კოლაგენის ბოჭკოების აღდგენას უწყობს ხელს. ახალ ხაზს Revitalift Laser ჰქვია და მასში დღის საცხი, სახის აღმდგენი შრატი და თვალის საცხი არის შესული.

ახალი პროდუქციის ეფექტურობის წარმოსაჩენად ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: 50 ქალი ორ ჯგუფად დაჰყვეს და ტესტირებაში მიაღებინეს მონაწილეობა. ერთმა ნაწილმა ნაოჭების კორექციის ლაზერული პროცედურა გაიარა, მეორე ჯგუფი კი 8 კვირის განმავლობაში Rivitalift Laser-ის ხაზის პროდუქციას მოიხმარდა. შედეგი ასეთი გამოვიდა: მეორე ჯგუფის შედეგები არაფრით ჩამორჩებოდა ლაზერულ პროცედურას გამოვლილი ქალების შედეგებს.

ასე რომ, ლაზერამდე და ინექციებამდე კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსაცდელი და ასათვისებელი. დაფიქრდით და არ აჩქარდეთ!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_